Wy/ka/ევროპა

< Wy‎ | ka
Wy > ka > ევროპა
Wy/ka/ევროპა

ევროპა — კონტინენტი (საერთო ფართობი 10 400 000 კმ²), რომელიც მდებარეობს აზიიდან (აღმოსავლეთით) - ატლანტის ოკეანემდე (დასავლეთით). ევროპის უმაღლესი წერტილია - მწვერვალი იალბუზი (5642 მეტრი) რუსეთში, ხოლო დასავლეთი ევროპის - მთა მონბლანი (4807 მეტრი) საფრანგეთისა და იტალიის საზღვარზე. ყველაზე გრძელია მდინარეა ვოლგა (3530 კმ), რომელიც სათავეს იღებს რუსეთის ტერიტორიაზე ვალდაის მაღლობიდან და ჩაედინება კასპიის ზღვაში. კონტინენტის ყველაზე დიდი მტკნარი ტბაა - ლადოგის.

რეგიონები

edit
 
ევროპის რეგიონების რუკა
ბალკანეთი (ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, მაკედონია, მოლდოვა, რუმინეთი, სერბეთი, ჩერნოგორია, ხორვატია)
ბალტიისპირეთი (ესტონეთი, ლატვია, ლიტვა)
ბენილუქსი (ბელგია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდი)
ბრიტანეთი და ირლანდია (გაერთიანებული სამეფო, ირლანდია)
იბერია (ანდორა, ესპანეთი, პორტუგალია)
იტალიის ნახევარკუნძული (ვატიკანი, იტალია, მალტა, სან-მარინო)
ამიერკავკასია (აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი)
რუსეთი, უკრაინა, და ბელარუსი
საბერძნეთი, თურქეთი, და კვიპროსი
საფრანგეთი და მონაკო
სკანდინავია (დანია (ფარერის კუნძულები), ისლანდია, ნორვეგია, ფინეთი, შვედეთი)
ცენტრალური ევროპა (ავსტრია, გერმანია, ლიხტენშტაინი, პოლონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი, შვეიცარია, ჩეხეთი)