ხორვატია (ხორვ. Republika Hrvatska) — სახელმწიფო ევროპაში. მდებარეობს ბალკანეთის რეგიონში, ადრიატიკის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. მოსაზღვრე ქვეყნებია, ჩრდილო-დასავლეთიდან სლოვენია, ჩრდილოეთიდან უნგრეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ბოსნია და ჰერცეგოვინა, აღმოსავლეთიდან სერბეთი და სამხრეთიდან ჩერნოგორია.