Wy/ka/ესტონეთი

< Wy | ka
Wy > ka > ესტონეთი

ესტონეთი (ესტ. Eesti), ოფიციალურად ესტონეთის რესპუბლიკა (ესტ. Eesti Vabariik) — სახელმწიფო ევროპაში. მდებარეობს ბალტიისპირეთის რეგიონში. სახმელეთო საზღვარი აქვს ლატვიასთან და რუსეთთან. ესტონეთს საზღვაო გასასვლელი აქვს ბალტიის ზღვასა და ფინეთის ყურეზე.

ესტონეთის დროშა

ყოველწლიურად იზრდება ესტონეთში მოგზაურობის მსურველი უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა. ესტონეთის სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2000 წელს ქვეყანა 1.3 მილიონმა უცხოელმა მოინახულა, ხოლო 2005 წელს ეს მაჩვენებელი 35%-ით გაიზარდა და 1.8 მილიონი შეადგინა.

გაგება

edit
 
შუასაუკუნეების ქალაქის კედელი ტალინში

ესტონეთის ბალტიისპირეთის მარგალიტია, რომელიც ვიზიტორებს ბალტიის ზღვის ნაპირებზე გაშენებული პატარა დინამიური ტერიტორიის ხილვის საშუალებას აძლევს. აქ შესანიშნავი პლაჟები და ვრცელი სანაპირო ზოლებია, თუმცა ხასიათდება მოკლე საბანაო სეზონით. ამასთანავე ბალტიისპირეთი არ ხასიათდება თბილი კლიმატით, ამიტომ ესტონეთის ყველა ვიზიტორმა უნდა იცოდეს, რომ ზაფხული მოკლეა, ხოლო ზამთარი მძიმე.

ტალინის შუასაუკუნეების ძველი ქალაქი აგებულია გერმანელების მიერ შუა საუკუნეებში და დღემდე შესანიშნავ მდგომარეობაშია, შუასაუკუნეების ქალაქის კედლები და კოშკები თითქმის ხელუხლებელია და ამის გამო ის შუა საუკუნეების ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქია. ვიზიტორებს ასევე შუძლიათ შეიგრძნონ ყოფილი საბჭოთა კავშირის მიერ ოკუპირებული ქვეყანა რომელიც ამჟამად ევროკავშირის წევრია. საბჭოთა ეპოქის კვალი აქ ჯერ კიდევ შეიმჩნევა. მაგ. პალდისკი, საბჭოთა ჯარის დაცარიელებული ბაზა, რომელიც ერთ დროს ესტონელებისთვის დახურული იყო და ამჟამად მისი მონახულება ტალინიდან ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში არის შესაძლებელი. ესტონეთი ასევე გამოირჩევა კუნძულების სიმრავლითა და ვრცელი ჭაობიანი ტერიტორიებით, სადაც გაშენებულია ტურისტისთვის ხელმისაწვდომი ეროვნული პარკები.

ისტორია

edit

გერმანელების, დანიელების, შვედების, პოლონელებისა და რუსების შვიდსაუკუნოვანი ბატონობის შემდეგ 1918 წელს ესტონეთმა დამოუკიდებლობა მოიპოვა. 1940 წელს იძულებით შეიყვანეს საბჭოთა კავშირში, ხოლო 1991 წელს „სიმღერის რევოლუციის“ არაძალადობრივი მოძრაობით ქვეყნის იძულებითი ოკუპაცია დაასრულა და ხელმეორედ მოიპოვა დამოუკიდებლობა. 1994 წელს უკანასკნელი რუსი სამხედროს გასვლის შემდეგ, ესტონეთმა დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გაღრმავება დაიწყო. დღეისათვის ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პოსტკომუნისტური ქვეყანაა, მაღალტექნოლოგიური გარემოთი, ღია და ლიბერალური ეკონომიკითა და გამჭვირვალე სახელმწიფო სისტემით. ამავე დროს მას ევროკავშირის მასშტაბით ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი, მაგრამ მზარდი მაჩვენებელი აქვს, ასევე შობადობის დაბალი მაჩვენებელი, რაც ქვეყნის მოსახლეობას შემცირებას ახდენს. 1991-2007 წლებში ქვეყანას სწრაფი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა, რაც მას პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ და განვითარებად ქვეყანად აქცევდა. მიუხედავად ამისა, 2008 წელს დაწყებული მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს ქვეყნის ეკონომიკამ სერიოზული დარტყმა მიიღო, თუმცა ბოლო პერიოდში ის სწრაფად უბრუნდება ძველ მაჩვენებლებს. 2011 წელს ქვეყნის ოფიციალური ვალუტა ევრო გახდა.

2004 წელს, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ, ესტონეთი ჩრდილო-აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულება გახდა და რომლის მაჩვენებელიც ევროსტატის მონაცემებით, 2004 წელს 30%-ით (ევროკავშირიში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი) გაიზარდა.

ხალხი

edit

ესტონეთი ფართობით ნიდერლანდსა და დანიას აღემატება, მაგრამ სიმჭიდროვის მხრივ ის ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე მეჩხერად დასახლებული ქვეყანა, 1.3 მილიონი მცხოვრებით. ეთნიკური შემადგენლობის მიხედვით, მოსახლეობის 69% ესტონელია, ხოლო 26 რუსი. რუსებით ყველაზე მჭიდროდ დასახლებული არეალებია ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი (იდა-ვირუმაის მაზრა) და ტალინი. ესტონელების უმეტესობა თავიანთ თავს ჩრდილოელებს მიაკუთვნებენ, რადგან ისინი ბალტიელები არ არიან და ესტონეთის ბალტიისპირეთის ქვეყნებში გაერთიანებას მხოლოდ გეოგრაგიულ მოხერხებულობას უკავშირებენ.

ესტონელები ყველაზე ნაკლებად რელიგიური ხალხია ევროკავშირში. მოსახლეობის 14% ლუთერანია, ხოლო 13% მართლმადიდებელი (უმეტესობა რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი, აგრეთვე აქ არის ესტონური მართლმადიდებელი ეკლესიაც).

გეოგრაფია

edit
 
ჰაანიის მაღლობი სუურ-მუნამაგიდან
კლიმატი
ზღვიური, ტენიანი, ზომიერი ზამთარი, გრილი ზაფხული
რელიეფი
ჭაობიანი დაბლობები; ჩრდილოეთში ვაკეები, სამხრეთში გორაკ-ბორცვიანი
უმაღლესი წერტილი
სუურ-მუნამაგი (სიტყვა-სიტყვით დიდი კვერცხის მთა) ზღვის დონიდან 318 მეტრი, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, რიგის, ლატვია-რუსეთის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალიდან 20 კილომეტრით ჩრდილოეთით, ორივე ქვეყნის საზღვრის სიახლოვეს. ის აგრეთვე არის ბალტიისპირეთის უმაღლესი წერტილიც.
გეოგრაფია
კონტინენტური ნაწილი მოსწორებული, ჭაობიანი და ნაწილობრივ ტყიანია; კონტინენტურ შელფზე განლაგებულია 1500-ზე მეტი დიდი და მცირე კუნძული.
ბუნება
მეორე მსოფლიო ომი და შემდგომი ოკუპაცია გამანადგურებელი იყო ხალხისათვის, მაგრამ განადგურებულ და სამხედრო მიზნებისთვის დახურულ ვრცელ ტერიტორიებზე ესტონეთის ტყიანობის ფართობი ომამდე არსებული 25%-დან 1991 წლისთვის 50%-მდე გაიზარდა. აქ მრავლადაა მგელი, დათვი, ფოცხვერი, ირემი, ასევე ფრინველებისა და მცენარეების რმდენიმე იშვიათი სახეობა. პოპულაციების აღდგენის პროგრამის ფარგლებში ზოგიერთი გარეული ცხოველის გაყვანა ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც მიმდინარეობს. ცხოველების უმეტესობაზე ყოველწლიური კვოტის ფარგლებში დაშვებულია ნადირობა.

დღესასწაულები

edit
  • ეროვნული დღესასწაული : დამოუკიდებლობის დღე, 24 თებერვალი; ამ დღეს, 1918 წელს საბჭოთა რუსეთისგან პირველად მოიპოვა დამოუკიდებლობა (1991 წლის 20 აგვისტო არის დამოუკიდებლობის აღდგენის დღე). ყოველ 24 თებერვალს პრეზიდენტის ორგანიზებით საზოგადოების მნიშვნელოვანი წევრებისა და უცხოელი სტუმრებისთვის გრანდიოზული წვეულება იმართება.
  • იაანიპაევი : წმინდა იოანეს დღე ან ზაფხულის ნაბუნიაობის ზეიმი იმართება 23-24 ივნისის ღამეს. 23-ის საღამოდან 24-ის დილამდე ზეიმი ანთებული ცეცხლითა და ტრადიციული სადღესასწაულო მენიუთი იმართება.
  • ვოიდუპუჰა (გამარჯვების დღე) : 23 ივნისს აღნიშნება 1919 წელს დამოუკიდებლობისათვის გადამწყვეტ ბრძოლაში გერმანულ ძალებზე გამარჯვება.
  • შობა ან იოულუდი : აღინიშნება როგორც საოჯახო დღესასწაული.
  • ახალი წელი : საბჭოთა მმართველობის დროს, ხელისუფლება ცდილობდა ახალი წლის დღესასწაულის წინ წამოწევას, ხოლო შობის დღესასწაული მისი „რელიგიური“ და „ნაციონალისტური“ ხასიათიდან გამომდინარე აკრძალული იყო. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ახალი წლის მნიშვნელობამ ცოტა იკლო, მაგრამ ის კვლავინდებურად აღინიშნება და დასვენების დღეა. ეს დღე ხელისუფლების მიერ ხალხისთვის მისამართად გამოიყენება.

რეგიონები

edit

ესტონეთი დაყოფილია 15 ოლქად (მააკონდი). ესტონეთის უნიკალური თვისებების გამოსავლენად, ამ მეგზურში ქვეყანა 4 განსხვავებულ რეგიონად არის დაყოფილი. ქვეყნის სიმცირიდან გამომდინარე, დანიშნულების პუნქტების უმრავლესობაში ტალინიდან რამდენიმე საათში შეიძლება მისვლა.

 
ესტონეთის რეგიონების რუკა
აღმოსავლეთი ესტონეთი
რუსეთის მეზობლად მდებარე იდა-ვირუმაის მაზრა. ნარვა, მისი მრავალფეროვანი ღირსშესანიშნაობებით და ევროკავშირის კონტინენტური ნაწილის ყველაზე აღმოსავლეთი მხარე. საზღვაო კურორტები, ტოილა და ნარვა-იიესუუ ერთ-ერთი საუკეთესოა ესტონეთში.
დასავლეთი ესტონეთი და კუნძულები
ცნობილი თავისი კურორტებით, ჰააფსალუ და პიარნუ (ესტონეთის საზაფხულო დედაქალაქი) და მისი კუნძულები (უდიდესია საარემაა და ჰიიუმაა). რეგიონს ისტორიული მნიშვნელობა აქვს. ნოაროოტსი და კუნძულები რუჰნუ და ვორმსი დასახლებულია შვედებით. სხვა უნიკალური ადგილები მოიცავს კუნძულებს კიჰნუსა და მუჰუს, მათი კულტურული მემკვიდრეობითა და ვილსანდისა და მატსალუს ეროვნული პარკებით.
სამხრეთი ესტონეთი
თავმოყრილია ხალხმრავალ საუნივერსიტეტო ქალაქ ტარტუს ირგვლივ. მის სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით არის სეტომაა და მულგიმაა დღეს კიდევ არსებული თავისი უნიკალური კულტურული მემკვიდრეობით. რეგიონში არის კარულის ეროვნული პარკი, სოომაის ეროვნული პარკი და ოტეპიის სიახლოვეს მდებარე სათხილამურო კურორტი.
ჩრდილოეთი ესტონეთი
მთავარი სამრეწველო რეგიონი ქვეყნის საერთო მოსახლეობის 1/3-ით. ტალინი, მისი ღამის ცხოვრებითა და იუნესკოს კულტურულ მეკვიდრეობად გამოცხადებული შუასაუკუნეების ძველი ქალაქით, რომელიც მთავარი ტურისტული ცენტრია. აქ რამდენიმე ულამაზესი ზღვისპირა სოფელია, მათ შორის კაბერნეემე, ლაულასმაა, ნოვა, კასმუ და ვოსუ. ლაჰემაის ეროვნული პარკი ტალინიდან ერთი საათის სავალ გზაზე მდებარეობს.

ქალაქები

edit
  • ტალინი — დედაქალაქი შესანიშნავი შუასაუკუნეებრივი გულით
  • ვალგა — ლატვიასთან საზღვრისპირა ქალაქი
  • ვილიანდი — ყოველწლიური ფოლკლორული მუსიკალური ფესტივალის სამშობლო
  • კურესაარე — კურესაარეს ციხესიმაგრის ადგილსამყოფელი კუნძულ საარემააზე
  • ნარვა — ესტონეთის ყველაზე აღმოსავლეთით მდებარე ქალაქი, რუსეთის საზღვართან
  • პიარნუ — ისტორიული ზღვისპირა საკურორტო ქალაქი პატარა ნავსადგურით, ესტონეთის საზაფხულო დედაქალაქი
  • რაკვერე — ცნობილია თავისი ციხესიმაგრის ნანგრევებითა და უნიკალური ხასიათით
  • ტარტუ — ესტონეთის სიდიდით მეორე და უძველესი ქალაქი, ინტელექტუალური ცენტრი სახელგანთქმული თავისი უნივერისტეტებით
  • ჰააფსალუ — ზღვისპირა საკურორტო ქალაქი

სხვა მიმართულებები

edit
 
პურეკარი-ნეემი, ლაჰემაის ეროვნული პარკი, კონტინენტური ესტონეთის ყველაზე ჩრდილოეთი წერტილი

ესტონელებს ბუნებისადმი განსაკუთრებული სიყვარული ახასიათებთ და ბევრი მათგანი გეტყვით, რომ მათ ცარიელ ტყეში ხის ქვეშ ჯდომა ან ეროვნულ პარკში ლაშქრობა ურჩევნიათ სხვა ნებისმიერ რამეს. ბალტიის ზღვაში მიმოფანტულია ესტონეთის მშვიდი და სუფთა კუნძულები, რომლებიც ბუნებაში დასვენების საუკეთესო საშუალებას იძლევიან.

ჩასვლა

edit

ესტონეთი შენგენის ხელშეკრულების წევრი ქვეყანაა.

აქ არ არის სასაზღვრო კონტროლი ხელშეკრულების ხელმომწერ ქვეყნებს შორის – ევროკავშირი (ბულგარეთის, ხორვატიის, კვიპროსის, ირლანდიის რუმინეთისა და გაერთიანებული სამეფოს გარდა), ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია და შვეიცარია. ამგვარად ხელშეკრულების რომელიმე ერთი წევრი ქვეყნის მიერ გაცემული ვიზა ყველა დანარჩენის ტერიტორიაზეც მოქმედებს. მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ შენგენის ზონაში მოგზაურობა, როგორ მუშაობს ეს სქემა და რა მოთხოვნებია თქვენი ქვეყნისათვის.

თვითმფრინავით

edit

ტალინი ესტონეთის მთავარი საერთაშორისო კარიბჭეა. გარდა ყოველდღიური პირდაპირი ორმხრივი რეისებისა სკანდინავიისა (სტოკჰოლმი, კოპენჰაგენი და ოსლო) და ბალტიისპირეთის (რიგა და ვილნიუსი) ქალაქების მიმართულებით, პირდაპირი რეისიები ასევე სრულდება ლონდონის, ფრანკფურტის, მიუნხენის, ბრიუსელის, პრაღისა და ვარშავის მიმართულებით. აღმოსავლეთის მიმართულებებს მოსკოვის, სანქტ-პეტერბურგისა და კიევის გავლით უკავშირდება. რეისების ნახევარს ესტონეთის ფლაგმანი ავიაკომპანია Estonian Air ასრულებს, ხოლო დანარჩენს Finnair, SAS, Lufthansa, LOT, Aeroflot, Air Baltic და სხვები. Easyjet ერთ-ერთია იმ ბიუჯეტურ გადამყვანებს შორის, რომელიც ტალინიდან რეგულარულ რეისებს ახორციელებს. საზაფხულო რეისებზე მუშაობს აგრეთვე Ryanair.

ავტომობილით

edit
 
ნარვა-ივანგოროდის სასაზღვრო ხიდი

კარგი საგზაო კავშირებია სამხრეთისა (Via Baltica-ს გავლით ტალინი-რიგა-კაუნასი-ვარშავა) და აღმოსავლეთის (ტალინი-სანქტ-პეტერბურგი, ტალინი-ფსკოვი) მიმართულებებით. რუსეთში ავტომობილით მოგზაურობა ხშირია საზღვარზე არაპროგნოზირებადი დაგვიანებები. საზღვრი კვეთა ნარვა/ივანგოროდის მიმართულებაზე სახელგანთქმულია თავისი ნახევარდღიანი რიგებით, ამიტომ გამოიყენეთ სამხრეთი პეჩორის გადასასვლელი და ყურადღება მიაქციეთ ბილეთების გაყიდვის სისტემას რომელიც ესტონეთის მხარეს რიგში ადგილს გიჯავშნით.

ავტობუსით

edit

ტალინის მიმართულებით ბევრი კარგი და იაფი კავშირებია რიგიდან და სანქტ-პეტერბურგიდან. აგრეთვე ხელმისაწვდომია შორმანძილიანი მომსახურება ვილნიუსიდან, კაუნასიდან, კალინინგრადიდან, ვარშავიდან და კიევიდან. ყველაზე პოპულარული რეგულარული მომსახურების პროვაიდერია Luxexpress Group, გარდა ამისა კიდევ არის Ecolines და Hansabuss.

გემით

edit

ტალინი საბორნე მარშრუტებით უკავშირდება შვედეთსა (სტოკჰოლმი) და ფინეთს (ჰელსინკი, მარიენჰამნი). ტალინი-ჰელსინკის მიმართულება ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთულია და დღეში თითოეული მიმართულებით 11 ბორანი და 6-7 სხვადასხვა სწრაფი გემი (ზამთრის პერიოდის გარდა) ასრულებს რეისს. საბორნე კომპანიებია Tallink, Viking Line და Eckerö Line, ხოლო სწრაფი გემების Linda Line. ბორნის ბილეთების ფასი €19 ევროდან იწყება, როგორც ცალმხრივი ისე ორმხრივი (ჩვეულებრივ, იმავე დღეს დაბრუნების შემთხვევაში უკანა გზა უფასოა).

მატარებლით

edit

ტრანსპორტი

edit
59; 26