ბულგარეთი (ბულგ. България), ოფიციალურად ბულგარეთის რესპუბლიკა (ბულგ. Република България) — სახელმწიფო ევროპაში. მდებარეობს ბალკანეთის რეგიონში, შავი ზღვის დასავლეთ სანაპიროზე. მოსაზღვრე ქვეყნებია, ჩრდილოეთიდან რუმინეთი, ჩრდილო-დასავლეთიდან სერბეთი, სამხრეთ-დასავლეთიდან მაკედონია, სამხრეთიდან საბერძნეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან თურქეთი.