ჩილე (ესპ. Chile), ოფიციალურად ჩილეს რესპუბლიკა (ესპ. República de Chile) — ქვეყანა სამხრეთ ამერიკაში, მოიცავს ვიწრო სანაპირო ზოლს ანდებსა და წყნარ ოკეანეს შორის. ჩრდილოეთით ესაზღვრება პერუ, ჩრდილო-აღმოსავლეთით ბოლივია, აღმოსავლეთით არგენტინა და სამხრეთით — დრეიკის სრუტე.