თებერვალი 2013
edit- აკიჰაბარის რაიონი (სურათზე) ტოკიოში ცნობილია როგორც, „ელექტრო ქალაქი“ ან „მოთამაშეების მექა“ როგორც ტერიტორიას გააჩნია ათასობით მაღაზია ყველანაირი ტექნოლოგიებით რომლის წარმოდგენაც შესაძლებელია.
- ოსლოდან ბერგენისკენ მიმავალ ერთ-ერთი გზაზე მდებარეობს მსოფლიოს უგრძესი ლერდალის საგზაო გვირაბი.
- ფერმონტი არის ნამდვილი პეპერონის ფუნთუშის სამშობლო.
- ტანზანიაში მდებარეობს აფრიკის კონტინენტის უმაღლესი მწვერვალი (კილიმანჯარო, სურათზე), უდაბლესი წერტილი და უდიდესი ტბის ნაწილი.
- ნუ მოიტყუებთ თავს! მიუხედავად იმისა, რომ ჰოლამბრა ცნობილია თავისი ჰოლანდიური წისქვილებით, ყვავილებით, ცეკვებით, სამზარეულოთი და ხელნაკეთობებით, ის მართლა ბრაზილიაში მდებარეობს.
- თამბილი, სამეფო ქოქოსის წვენისაგან დამზადებული სასმელი იყიდება შრი-ლანკის ყველა ქუჩაზე როგორც გამაგრილებელი სასმელი.
- ჩანჩქერი ანხელი (სურათზე) კანაიმის ეროვნულ პარკში არის ყველაზე მაღალი ჩანჩქერი მსოფლიოში.
იანვარი 2013
edit- ბლარნის ციხესიმაგრეში თქვენ შეგიძლიათ აკოცოთ ცნობილ ბლარნის ქვას რომელიც თითქოს მჭერმეტყველების ნიჭით აჯილდოვებს.
- დუმანის გასართობი კომპლექსის გიგანტური აკვარიუმი ასტანაში, მდებარეობს უახლოესი ოკეანიდან 3000 კმ-ის მოშორებით, მაგრამ შეიცავს 2000-ზე მეტ ზღვის ბინადარს.
- დასავლეთი ავსტრალია (სურათზე) ავსტრალიის უდიდესი შტატია, რომელიც მოიცავს კონტინენტის მესამედ ნაწილს.
- გერმანიის სპა-ქალაქის სახელი ბადენ-ბადენი ითარგმნება, როგორც "ბანაობა ბანაობა".