ბათუმი არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი საქართველოში. ბათუმის სანაპირო მდებარეობა და სუბტროპიკული კლიმატი მას პოპულარულ დასასვენებელ ადგილად აქცევს. ეს რეგიონის წვეულების დედაქალაქია ღამის ცხოვრებით, რომელიც სულ უფრო და უფრო აერთიანებს ცნობილ საერთაშორისო დიჯეებს პლაჟის წინა კლუბებში. ქალაქი გამოირჩევა თავისი სიძველით, კულტურითა და სტილით.
მოელოდეთ რომ პლაჟებზე შეხვედრა გექნებათ რუსებთან, სომხებთან, აზერბაიჯანელებთან, ირანელებთან, თურქებთან, ჰოლანდიელებთან და, რა თქმა უნდა, ქართველებთან.
ასევე, ბათუმს აქვს საინტერესო არქიტექტურა, რომელიც აერთიანებს თანამედროვე და ძველ არქიტექტურულ ნიმუშებს.
კლიმატი
editბათუმის ჰავა ზღვის ნოტიო სუბტროპიკულია. იცის თბილი, უთოვლო ზამთარი და თბილი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურაა 14,5°C, იანვარში — 7,1;°C, აგვისტოში — 23,2;°C. ნალექები — 2560 მმ წელიწადში. შეფარდებითი სინოტივე — 81%. ხშირია კოკისპირული წვიმა. თოვლი იშვიათად მოდის და მალე დნება. სანაპირო ზოლში კარგად არის გამოხატული ზღვის ბრიზები, რის გამოც სიცხე ნაკლებად შეიგრძნობა.
ბათუმის ტერიტორიაზე არის ბუნებრივი ტბა (ფართობი 0,06 კმ²), რომელიც ამჟამად ბათუმპარკის ნაწილია. ქალაქსა და მის მიდამოებში გავრცელებულია მრავალნაირი სუბტროპიკული მცენარე. ჭარბობს ხელოვნურად გაშენებული პარკები, ჩაის პლანტაციები და ციტრუსოვანთა ნარგავები. გორაკ-ბორცვებზე აქა-იქ შემორჩენილია კოლხური ბუნებრივი ტყე და ბუჩქნარი. მცენარეულობის სიმდიდრითა და სიმრავლით გამოირჩევა ბათუმის ბოტანიკური ბაღი.
ზღვის წყლის საშუალო წლიური ტემპერატურა ნაპირთან 16,7°C-ია. სამკურნალო ფაქტორია კლიმატოთერაპია და ზღვაში ბანაობა. ზღვის წყალი გამოირჩევა მაღალი მინერალიზაციით. სამედიცინო ჩვენება: სასუნთქი გზების არატუბერკულოზური დაავადებანი, ნერვული სისტემის ფუნქიური და გულ-სისხლძარღვთა დაავადებანი, ჰიპერტონიული დაავადება, ლიმფადენიტი, სისხლნაკლებობა. სეზონი გრძელდება მთელ წელს, ბანაობის სეზონი მაისიდან ოქტომბრამდე. ქალაქის ტერიტორიაზე კეთილმოწყობილი საკურორტო ადგილებია მახინჯაური, მწვანე კონცხი, გონიო, კვარიათი.
კონტაქტი
editოფიციალური ენაა ქართულია. მიუხედავად ამისა, აჭარაში ფლობენ ინგლისურს, რუსულს და თურქულს. უფროსი თაობის უმეტესობა ფლობს რუსულ ენას, ხოლო ახალგაზრდობა უმეტესად ინგლისურს. თურქი ტურისტების სიმრავლის გამო, იშვიათი არაა, რომ ადგილობრივები ფლობდნენ თურქულს, ან საუბრის დროს იყენებდნენ თურქულ ფრაზებს.
როგორ მოვხვდეთ ქალაქში
editბათუმის საერთაშორისო აეროპორტი
edit1. Ak Air; http://vanilla-sky.ge; +995 0422 235 116; info@vanilla-sky.ge
2. Arkia Israeli Airlines; https://web.archive.org/web/20101225221356/http://www.arkia.com/; +995 0422 235 109; web@arkia.com
3. Belavia; http://www.belavia.by; +995 0422 235 144; georgia@belavia.by
4. El Al; http://www.elal.com; +995 0422 235 109; heidia@elal.co.il
5. Fly Dubai; http://www.flydubai.com; +995 0422 235 109; letstalk@flydubai.com
6. Georgian Airways; https://www.georgian-airways.com; +995 0422 235 116; info@georgian-airways.com
7. Pobeda Airlines; http://www.pobeda.aero; +995 0422 235 153; feedback@pobeda.aero
8. Red Wings; http://www.flyredwings.com; +995 0422 235 153; info@flyredwings.com
9. S7 Airlines; http://www.s7.ru; +995 0422 235 153; callcenter@s7.ru
10. Turkish Airlines; http://www.turkishairlines.com; +995 0422 235 111; busops@thy.com
11. Ural Airlines; http://www.uralairlines.ru; +995 0422 235 153; sale@uralairlines.ru
12. Yan Air; http://www.yanair.ua; +995 0422 235 153; contact@yanair.com.ua
ტურისტული კომპანიები
edit1. აბ ვიზიტ აჭარა მისამართი: გოგებაშვილის 12; ტელ.: 0 422 27 68 94; ელ. ფოსტა: info@visitadjara.com; http://visitadjara.com/
2. არგოტური ბათუმი მისამართი: გორგილაძის 48; ტელ.: 0 422 27 99 00; ელ. ფოსტა: argotourbatumi@yahoo.com; http://argotourbatumi.ge/
3. აჭარა ბათუმი ტური; მისამართი: რუსთაველის 28
4. ლაიფ თაიმი; მისამართი: თავდადებულის 8; ტელ.: 0 422 29 30 00; ელ. ფოსტა: info@lifetime.ge; https://web.archive.org/web/20210512140315/http://lifetime.ge/index.php?lang=geo
5. თრეველ შოპი; მისამართი: ფარნავაზ მეფის 28; ტელ: 0422 22 12 27; ელ ფოსტა: elene@travelshop.travel; http://www.travelshop.ge/
6. სთარ თრეველ ფლენერს; მისამართი: გორგილაძის 1/16; მობ.: 790 26 01 01; ელ. ფოსტა: info@startravelplanners.com; https://web.archive.org/web/20170914082238/http://startravelplanners.com/
7. სი სთარ ჯორჯია; მისამართი: ნავსადგურის შეს. 4; ტელ.: 0 422 29 28 11; მობ.: 568 51 72 72; https://web.archive.org/web/20151120032456/http://georgianseastar.com/
8. პრემიერ თრეველი მისამართი: ფარნავაზ მეფის 73; მობ.: 577 78 90 90; ელ. ფოსტა: sales@premiertravel.ge; http://premiertravel.ge/
9. რეინბოუ ჯორჯია; მისამართი: გრიბოედოვის 6; მობ.: 571 54 29 30; ელ. ფოსტა: rbgeorgia.tour@gmail.com; http://www.rbgeorgia.com/
და სხვ.
გადაადგილება ქალაქში
editბათუმში ე. წ.„მარშუტკების“ მრავალფეროვანი არჩევანია, რომლებიც ქალაქს კვეთენ ყველა მიმართულებით. ახალი საქალაქო ავტობუსებით გაადგილებისთვის საჭიროა სამგზავრო ბარათის ქონა.
რა ვნახოთ
editბათუმში ჩამოსულს თავდაპირველად თვალში აქაური მრავალფეროვანი, მაღალი შენობები მოგხვდებათ. პატარა მცირე, ევროპული და კულტურული ქალაქი, ასეთი ჩანს ეს პატარა სამოთხე ევროპიდან. აქ ჩამოსულ ისტორიული ტურიზმის მოყვარულებს მოვუწოდებ აუცილებლად ეწვიონ ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმს, მუზეუმში დაცულია აჭარისა და ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე (ფიჭვნარი, ნამჭედური, ხიხაძირი, კვაშტა და სხვა) საქართველო-ინგლისის ერთობლივი არქეოლოგიური გათხრების შედეგად და შემთხვევით აღმოჩენილი უნიკალური მასალა მოყოლებული ბრინჯაოს ხანიდან ახ. წ. შუასაუკუნეების ჩათვლით. მათ შორის: ქართული და უცხოური წარმომავლობის მონეტების უნიკალური ნიმუშები, ბრინჯაოს, მინისა და კერამიკის ჭურჭელი და სხვა. 1998 წლიდან მუშაობს ბათუმის არქეოლოგიური და ოქსფორდის უნივერსიტეტის აშმოლის მუზეუმების ფიჭვნარის ერთობლივი ექსპედიცია, რომელმაც ახალი აღმოჩენებით გაამდიდრა მუზეუმის საგანძური. 2007 წლის ბოლოს მუზეუმში გაიხსნა მუდმივმოქმედი სამეცნიერო ექსპოზიცია, რომელიც ვიზიტორებს აცნობს აჭარის უძველეს ისტორიასა და კულტურას ცალკეული ეპოქების მიხედვით. შეგიძლიათ მოინახულოთ ბათუმის ბოტანიკური ბაღი და აქაური ბულვარი, რომელიც მოგზაურობის მოყვარულებს იზიდავთ, ჯერ კიდევ 1881 წელს ფრანგი მებაღის მიერ გაშენებული ბულვარი დღემდე ვითარდება და ლამაზდება საუცხოო ფანტანებით, თანამედროვე სკულპტურებითა და სხვა ღირშესანიშნაობებით. დღეს ბათუმის ზღვისპირა ბულვარი 8 კილომეტრის სიგრძეზეა გადაჭიმული, მისი ძველი და ახალი ნაწილიც გამორჩეულია ფართო სასეირნო თუ ველო ბილიკებით, ალეებში მდებარე მარადმწვანე მცენარეების, მაგნოლიებისა და პალმების საუცხოო შერწყმით, იშვიათი ზღვისპირა განაშენიანებით, შადრევნებით, ბუნგალოებით, კაფე-ლაუნჯებით, საბავშვო ატრაქციონებითა და სხვა გასართობი ობიექტებით. თუკი ბუნების მოყვარული ხართ, მაშინ გილოცავთ, თქვენ სამოთხეში მოხვედრილხართ! ბათუმის ბოტანიკური ბაღი საუკეთესო სანახაობაა თქვენთვის. ბათუმის ბოტანიკურ ბაღს მსოფლიოში არ მოეძებნება ანალოგი იმ თვალსაზრისით, რომ აქ თანაარსებობენ სრულიად განსხვავებული კლიმატური და ლანდშაფტური ზონებიდან აღებული მცენარეთა სახეობები. მყუდროებითა და მრავალფეროვნებით გამორჩეულ ბაღში შეგიძლიათ იხილოთ როგორ ხარობენ ერთნაირ პირობებში კანარის ფინიკის პალმა და იაპონური საკურა. აქ წარმოდგენილია განსაცვიფრებელი სილამაზის მცენარეთა ათასობით სახეობა. შავი ზღვის აჭარის პერიმეტრში დელფინები ბინადრობენ, აქ ყოფნის დროს შესაძლოა ზღვაში მცურავი დელფინების ხილვაც არაერთხელ მოგიხდეთ. იგი ქალაქის ერთ-ერთ სიმბოლოდაც ითვლება, ამტომაცაა რომ დელფინების სკულპტურები მრავლადაა ზღვისპირა ბულვარში. ბათუმის დელფინარიუმი კი ქალაქის ნამდვილი სავიზიტო ბარათია, ის ჯერ კიდევ 1974 წელს დაარსდა და ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილს წარმოადგენს ტურისტებისა და ადგილობრივი მოსახლეობისათვის. საუცხოო ნომრებით გამორჩეული სამენოვანი შოუ თბილ სეზონზე ყოველდღიურად იმართება. ბათუმის დელფინარიუმის ერთ-ერთ მომსახურებას წარმოადგენს დელფინებთან ერთად ცურვა, რომელიც ნამდვილად დაუვიწყარს გახდის თქვენს ვიზიტს აჭარაში. ქალაქში აგრეთვე შეგიძლიათ მოინახულოთ ყურბან საიდის რომანის ინსპირაციით, თამარ კვესიტაძის მიერ შექმნილი მოძრავი სკულპტურა, „ალი და ნინო“. 8 მეტრი სიმაღლის ქალისა და კაცის, ალისა და ნინოს „ჰაეროვანი“ გამჭვირვალე ლითონისაგან დამზადებული ფიგურები, ნელ-ნელა მოძრაობენ ერთმანეთის შესახვედრად, თანდათანობით კი ერთ მთლიანობად იქცევიან. ეს პროცესი ყოველ 10 წუთში მეორდება.
- პანორამული (ე. წ. „ეშმაკის“) ბორბალი (ზღვისპირა ბულვარის ბოლოს და პორტის დასაწყისში). 7 წთ 5 ლარი. (Q32947597) Wikidata-ზე
სალოცავი ადგილები
edit- ღვთისმშობლის ტაძარი. ქართული მართლმადიდებლური ბათუმის ღვთისმშობლის ტაძარი (Q4873351) Wikidata-ზე
- სულიწმინდის ეკლესია. სულიწმინდის რომაული კათოლიკური ეკლესია (Q5117927) Wikidata
- სომხური ეკლესია. სომხური ეკლესია ბათუმში (Q6670673) Wikidata-ზე
- ძველი მეჩეთი. ბათუმის მეჩეთი (Q3906385) Wikidata-ზე
- სინაგოგა
კულტურული ღონისძიებები
edit- ბათუმის დრამატული თეატრი, რუსთაველის 1, ☏ +995 555 36 63 99. ბათუმის დრამატული თეატრი ი. ჭავჭავაძის (Q4150539) Wikidata-ზე
- ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი, მ. აბაშიძის გამზ. 49, ☏ +995 422 276234, +995 422 270593
საკვები
editრა მივირთვათ?
edit- სინორი - სინორი პოპულარული აჭარული კერძია, რომელიც ზემო აჭარაში ძველად ქორწილის აუცილებელი ატრიბუტი იყო. მას ამზადებენ როგორც საქართველოში, ისე თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ აჭარულ სოფლებში. თავად სიტყვა „სინორი” აჭარულ დიალექტსა და ლაზურ ენაში საზღვარს ნიშნავს. მის მოსამზადებლად საჭიროა სომხური ლავაში, ერბო, ნიორი, წყალი და მარილი
- ჩირბული - ეს მარტივი და ყუათიანი საუზმის კერძია. აღსანიშნავია, რომ ქართულ სამზარეულოში სპეციალურად საუზმისთვის მომზადებული კერძები ბევრი არ არის. აჭარული სამზარეულო ამ მხრივ გამონაკლისია. მის მოსამზადებლად საჭიროა პამიდორი, კვერცხი, კვაწარახი, ხახვი, ნიორი, ოხრახუში, ზეთი, წყალი და მარილი
- კაიმაღი - აჭარული სამზარეულოსთვის დამახასიათებელი კერძია, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს ადგილობრივებში. კაიმაღი რძისგან მზადდება და გამორჩეულად ნოყიერია. მისი მირთმევა
- ბორანო აჭარულ სამზარეულოში გამორჩეული კერძია. იგი ძალიან ნოყიერი და კალორიულია. მისი მომზადებისთვის ძირითადი ინგრედიენტებია ერბო და აჭარული ყველი. არსებობს ბორანოს სხვადასხვა სახეობა. მათგან ყველაზე პოპულარული კვერცხით და სიმინდის ფქვილით დამზადებული ბორანოა, მაგრამ ნებისმიერი წესით დამზადებულ ბორანოს ერთი საერთო ნიშანი - უგემრიელესი გემო ახასიათებს.
- მალახტო - აჭარული სამზარეულოსთვის დამახასითებელი ლობიოს კერძია. მას აუცილებლად ჭყინტი ლობიოსაგან ამზადებენ, რომელსაც მოხარშვის შემდეგ ნიგოზს, სხვადასხვა სანელებლებს და ყველაზე მთავარ ინგრედიენტს - ისრიმის (მკვახე ყურძენი) წვენს ამატებენ, რაც მალახტოს დამახასიათებელ და განსაკუთრებულ გემოს მატებს.
- აჭარული ხაჭაპური - აჭარული ხაჭაპური გამოირჩევა როგორც ორიგინალური ფორმით, ისე განსაკუთრებული გემოთი. თუ კლასიკურ ხაჭაპურს სხვა კერძებთან ერთად აგემოვნებენ, აჭარულ ხაჭაპურს როგორც მეტად ნოყიერ კერძს ცალკე შეექცევიან დილის საუზმის ან სადილის დროს. აჭარული ხაჭაპურის შექმნის არაერთი ვერსია არსებობს. ზღვისპირას მცხოვრებ ლაზებს ცომისთვის ნავის ფორმა მიუციათ, კვერცხის გული კი თითქოს ზღვაში ჩამავალ მზეს განასახიერებს.
ამ ყველაფერთან ერთად ბათუმში აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ თევზი, რადგან აქ მას განსაკუთრებით გემრიელად ამზადებენ.
რესტორნები
edit- ბათუმარან ქართული; 111 ვახტანგ გორგასალის ქუჩა, ადგილზე სადილობა, წასაღები საკვები, მიწოდება; ტელ: 0422 22 78 78
- ოქროს თევზი; ადგილზე სადილობა, წასაღები საკვები; 5 Tamari Avenue, Batumi Georgia, 5 E70, ბათუმი 6000; ტელ. 0422 25 18 07; ღიაა 11:00-დან 22:00-მდე
პაბები
edit- ვაიენშტეფანი, პაბი; მელაშვილის 1/2; ღიაა: 09:00 - 22:00
- აჭარა პალასი; რესტორანი / პაბი; პუშკინის 154ბ; ღიაა: 10:00 - 23:00
- Route66; რესტორანი, პაბი; ბაქოს ქუჩა 42; ღიაა: 09:00 - 02:00
- ველური დასავლეთი; რესტორანი - პაბი; ფრიდონ ხალვაშის 87; სამუშაო საათები: 14:00 - 00:00
- პრაღა; პაბი; მარჯანიშვილის 8; ღიაა: 11:00 - 23:59
კაფეები
edit- ბერნი; კაფე-რესტორანი-ტერასა; რუსთაველის 17; ღიაა: 10:00 - 00:00
- LA JeLe; საკონდიტრო საავტორო; რუსთაველის 41; ღიაა: 08:00 - 22:00
- BK; რესტორანი / კაფე; მემედ აბაშიძის 25; ღიაა: 09:00 - 00:00
- ცეროდენა; კაფე; მელიქიშვილის 4; ღიაა: 08:00 - 22:00
- კაფე მამამია; კაფე / რესტორანი; ლეხ და მარია კაჩენსკის 1; ღიაა: 09:00 - 23:59
- რეტრო სანაპირო; კაფე - სახაჭაპურე; გოგებაშვილის ქუჩა 12; ღიაა: 09:00 - 00:00
- რეტრო; კაფე - სახაჭაპურე; გორგილაძის ქ. N54/62; ღიაა: 09:00 - 00:00
- ტუკო; კაფე-ბარი; 26 მაისის ქუჩა 29; ღიაა: 10:00 - 23:30
- ზონა; ბარი; მემედ აბაშიძის 5; ღიაა: 10:00 - 00:00
- დელირია; რესტორანი / კაფე; ყაზბეგის 8; ღიაა: 11:00 - 21:00 (Facebook; Instagram)
- Gelato trento; იტალიური სანაყინე; მემედ აბაშიძის 5; ღიაა: 11:00 - 21:00 (Facebook)
- ლობი კაფე თანდილა; კაფე; რუსთაველის 40 (ჰილტონ ბათუმის სასტუმრო 1 სართული); ღიაა: 09:00 - 23:00 (Facebook), (Site)
ღამის კლუბები
editდასარჩენი ადგილი
editსასტუმროები
edit- ელადა; სასტუმრო; პუშკინის 29; ღიაა: ღიაა 24 საათი
- ვიტალი; სასტუმრო; პუშკინის 29; ღიაა: ღიაა 24 საათი
- Wave; სასტუმრო; აეროპორტის გზატკეცილი 148ა; ღიაა: ღიაა 24 საათი
- როლანდი; სასტუმრო; პუშკინის 29; ღიაა: ღიაა 24 საათი
- ოცნება; სასტუმრო გონიოში; ანდრია პირველწოდებულის 75 (გონიო); ღიაა: ღიაა 24 საათი
- რანუ; სასტუმრო; აეროპორტის გზატკეცილი 88ა; ღიაა: ღიაა 24 საათი (Facebook)
- ფარნავაზი; სასტუმრო; ფარნავაზ მეფის 154; ღიაა: ღიაა 24 საათი (Facebook)
- Daisi - Sunset; სასტუმრო; ფალიაშვილის 12; ღიაა: ღიაა 24 საათი (Site)
- DAELAN; სასტუმრო; ანდრია პირველწოდებულის 67ა; ღიაა: ღიაა 24 საათი
- ელეგანსი; სასტუმრო; გრიბოედოვის 11; ღიაა: ღიაა 24 საათი (Facebook)
და სხვ.
უსაფრთხოება
editბათუმი ზოგადად უსაფრთხოა. მძღოლები უფრო ფრთხილები არიან ვიდრე თბილისში და პოლიცია სანდოა ქალაქში შემოსული ტურისტების დიდი რაოდენობითსთვის. თუმცა, უფრო მეტი სიფრთხილეა საჭირო ქუჩის მათხოვრებთან, ვიდრე თბილისში. მათხოვრები ძირითადად უფრო აგრესიულები არიან, ვიდრე დედაქალაქში. ხშირად შეხვდებით სამათხოვრო მიზნის საშოვარზე გამოშვებულ ბავშვებს.
რა ვნახოთ შემდეგ
edit- ხულო — სოფელი აჭარის მთაში, ბათუმიდან აღმოსავლეთით 3 საათის სავალზე
- ქობულეთი — ზღვისპირა ქალაქი
- სარფი — თურქეთთან მოსაზღვრე სოფელი, ბათუმიდან სამხრეთით 15 კმ-ში
- თბილისი — საქართველოს დედაქალაქი
- ქუთაისი - ისტორიულად დასავლეთ საქართველოს დედაქალაქი, ქუთაისი აუცილებლად უნდა მოინახულოთ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ორი ძეგლის დათვალიერების მიზნით.
- ზუგდიდი — გაჩერება მესტიისა და სვანეთის გზაზე. „მარშრუტკები“ ავტოსადგურიდან გადიან.
სომხეთი
editპირდაპირი მატარებლები ერევანში ზაფხულის განმავლობაში ყოველდღიურად გადის. მატარებელი გადის 15:35 საათზე და ერევანში მიხვალთ დაახლოებით 07:30. მეორე კლასი (კუპე, 4 კაცი) ღირს 93 ლარი.
თურქეთი
editპირდაპირი ავტობუსები ტერმინალიდან თურქეთის სხვადასხვა ქალაქებში. სტამბოლში 60-80 ლარი ოპერატორის მიხედვით. ტრაპიზონი, თურქეთი – ძველი ავტობუსის ტერმინალიდან, ცენტრთან ახლოს, არის მარშრუტკა, რომელიც გადის რიზეს ტრაპიზონამდე 65 თურქული ლირა; (2021 წლის ივნისი)
შეასძლოა გამოგადგეთ
edit