11 ოქტომბერი, 2021
ამერიკის შეერთებულ შტატებში შაბათს, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) და საზღვაო კრიმინალური საგამოძიებო სამსახურმა (NCIS) დააკავა წყვილი დასავლეთ ვირჯინიაში. კვირას გამოქვეყნებული სასამართლო დოკუმენტები ირწმუნებიან, რომ მათ სცადეს საიდუმლო მონაცემების გაყიდვა უცხო ქვეყანაზე.
მერილენდელი წყვილი, აშშ-ს საზღვაო ძალების ყოფილი ბირთვული ინჟინერი ჯონათან ტობე და მისი ცოლი დიანა ტობე, ორივე დააპატიმრეს და ბრალი წაუყენეს ატომური ენერგიის კანონის დარღვევაში. ბატონი ტობე წლების მანძილზე მუშაობდა საზღვაო ბირთვულ რეაქტორებზე. ქალბატონი ტობი არის ანაპოლისის მათ სამეზობლოში მდებარე კერძო სკოლის მასწავლებელი.