Wn/ka/Amnesty International-ი ნავალნის „სინდისის პატიმრის“ სტატუსს უბრუნებს

< Wn | ka
Wn > ka > Amnesty International-ი ნავალნის „სინდისის პატიმრის“ სტატუსს უბრუნებს

7 მაისი, 2021

Amnesty International-მა განაცხადა, რომ გადაწყვიტა, ალექსეი ნავალნი კვლავ აღიაროს “სინდისის პატიმრად“ მას მერე, რაც წლის დასაწყისში ადამიანის უფლებების მეთვალყურე ორგანიზაციამ მოუხსნა ეს სტატუსი საპატიმროში მყოფ რუს ოპოზიციონერს მისი ადრინდელი კომენტარებისთვის, რომლებიც „სიძულვილის პროპაგანდის ზღვარზე“ იყო.

„ნავალნი საპატიმროში იმყოფება არა რომელიმე დანაშაულისთვის, არამედ იმის გამო, რომ მოითხოვდა საზოგადოებრივი ცხოვრებაში თავის და თავისი მომხრეების თანაბარ მონაწილეობას, და ასევე კორუფციისგან თავისუფალი მთავრობის შექმნის მოთხოვნისთვის“, აცხადებს ლონდონში დაფუძნებული ჯგუფი 7 მაისს.

ეს არის სინდისის აქტი და ის ასეთად უნდა იქნეს აღიარებული, წერს Amnesty,“ რომელმაც თებერვალში განაცხადა, რომ წყვეტს კრემლის ოპონენტს უწოდოს „სინდისის პატიმარი,“ რადგან მას ადრე გაკეთებული ჰქონდა სავარაუდოდ ძალადობის და დისკრიმინაციის და სიძულვილის ენის შემცველი კომენტარები.

უფლებადამცავმა ორგანიზაციამ შეცვალა თავისი მიდგომა და ახლა, ის მხოლოდ წარსულის ქმედების გამო აღარ ამოიღებს შესაბამის პირებს „სინდისის პატიმრების“ სიიდან. Amnesty-ს მისიის ნაწილი ისაა, რომ "მიიღონ ადამიანის უფლებების იდეა და არ დატოვონ ისინი საკუარი წარსულის მახეში“, აცხადებს ჯგუფი.

უფლბედამცველები თუმცა აღნიშნავენ, რომ „სინდისის პატიმრის“ სტატუსი“ არ ნიშნავს მისი პოლიტიკური პროგრამის აღიარებას. „ნავალნის ზოგიერთი ადრინდელი განცხადება იმსახურებს განსჯას, და მათ არავითარ შემთხვევაში არ ვამართლებთ. როგორც უფლებადამცავი ორგანიზაცია, Amnesty International-ი კვლავაც გააგრძელებს ბრძოლას რასიზმთან და დისკრიმინაციის ყველა ფორმასთან, სადაც უნდა ადსებობდეს ისინი“, აცხადებს Amnesty.