Wn/ka/5 ივლისის აქციის მსხვერპლი, „ტვ პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა გარდაიცვალა
11 ივლისი, 2021
5 ივლისის აქციაზე დაზარალებული „ტვ პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა დღეს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლაქშარავა გარდაცვლილი საკუთარმა დედამ აღმოაჩინა: „გამთენია იყო, რომ ვიფიქრე დავაფარებ-მეთქი, გაუცივდა ფეხი. ძაღლი ეწვა გვერდით, არც დაუწკმუტუნია... გადმოვატრიალე ჩემი შვილი და ჩემი შვილი გალურჯებული იყო... ღამე რომ მოვიდა რამდენი მეფერა... გრძნობდა... აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო, ფრჩხილი არ ასტკიებია და რა უქნეს?!“ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.