2019 წლის 19 მაისს მარნეულში, ზესტაფონში, ზუგდიდში, ხულოსა და ჭიათურაში მერის შუალედური არჩევნები გაიმართა, საკრებულოს შუალედური არჩევნები კი საგარეჯოში, ადიგენში, ახმეტაში, ზესტაფონში, ტყიბულში, წყალტუბოსა და ოზურგეთში გაიმართა. ყველა მათგანში გაიმარჯვა მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. მეორე ტური გაიმართება მთაწმინდაზე სადაც ვლადიმერ კახაძე და შალვა შავგულიძე იასპარეზებენ.