Wn/ka/2008 წლის 27 დეკემბრის ისრაელის ჯარის შეტევა ღაზის სექტორში

< Wn | ka
Wn > ka > 2008 წლის 27 დეკემბრის ისრაელის ჯარის შეტევა ღაზის სექტორში

27 დეკემბერი 2008/შაბათი
პალესტინელი მედიკების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ისრაელის საჰაერო ძალების ავიარეიდების შედეგად გარდაიცვალა 205 პალესტინელი, ხოლო 270 დაჭრილია. მათივე ცნობებით 120 ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია. 150 ადამიანზე მეტმა მიიღო სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები, მათ შორისაა ბავშვები და ქალები. ანკლავის საავადმყოფოებში არაა საკმარისი ადგილი ყველა დაჭრილის მისაღებად.აღსანიშნავია, რომ ეს ოპერაცია ებრაულმა სახელმწიფომ ჰაზას სექტორის მახლობლად მდებარე ებრაული დასახლებების დაბომბვის საპასუხოდ განახორციელა.