2007 წლის 11 სექტემბერს 2007 წლის რაგბის მსოფლიო თასზე ერთმანეთს D ჯგუფში საქართველოსა და არგენტინის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ. არგენტინამ ანგარიშით 33:3 გაიმარჯვა. მატჩში ანგარიში საქართველოს ნაკრებმა გახსნა, ანგარიში ჯარიმით მერაბ კვირიკაშვილმა გახსნა 0:3. პირველ ტაიმში ანგარიში არ შეცვლილა, მეორე ტაიმში კი საქართველოს ნაკრებმა 4 ლელო, 2 გარდასახვა და 3 ჯარიმა გაუშვა და ანგარიშით 33:3 დამარცხდა.