Wn/ka/„ნეთანიაჰუმ 30-ჯერ დამირეკა, ერთხელ ღამის 3-ზეც“ – Pfizer-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი

< Wn | ka
Wn > ka > „ნეთანიაჰუმ 30-ჯერ დამირეკა, ერთხელ ღამის 3-ზეც“ – Pfizer-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი

8 მაისი, 2021

Pfizer-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ალბერტ ბურლამ Israel's Channel 12-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ის მიზეზები განმარტა, რის გამოც კომპანიამ ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის საკვლევ ქვეყნად ისრაელი შეარჩია. ბურლამ ამის ერთერთ მიზეზად ის დაასახელა, რომ პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მას 30-ჯერ დაურეკა, მათ შორის, ერთხელ ღამის 3 საათზეც. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

როგორც ბურლამ განმარტა, ძირითადად, ორი მიზეზი იყო – ერთი, ისრაელი შედარებით მცირე სახელმწიფოა და, მეორე, მოქალაქეების 99%-ზე ჯანმრთელობის ელექტრონულ მონაცემებს ფლობენ. თუმცა, ბურლას თქმით, მთავარი, რამაც საბოლოოდ გადახარა ისრები ისრაელის სასარგებლოდ, პრემიერმინისტრის შეუპოვრობა გახლდათ, რასაც ბურლა "აკვიატებად" მოიხსენიებს.

„30-ჯერ დამირეკა. ის მეკითხებოდა სხვადასხვა ვარიანტზე, რა მონაცემები გაგვაჩნდა. და მე ვეუბნებოდი, „პრემიერ-მინისტრო, ღამის 3 საათია“. და ის მპასუხობდა, „არა, არა, ნუ ღელავ, მითხარი“. ან დამირეკავდა იმისთვის, რომ ეკითხა ბავშვების [ვაქცინაციის] შესახებ, „სკოლების აცრა მჭირდება“. ან იმისთვის, რომ ეკითხა ორსულ ქალებზე. შესაბამისად, მან დამარწმუნა, გულწრფელად, რომ ყველაფერს გააკეთებდა". – თქვა ბურლამ.