Wn/ka/„ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვით მორატორიუმი გამოცხადდა

< Wn‎ | ka
Wn > ka > „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვით მორატორიუმი გამოცხადდა

24 აპრილი, 2021

„ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვით მორატორიუმი გამოცხადდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით: „სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მოწ­ვე­ვით, არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორ­თან მე­დი­ა­ცი­ის პრო­ცეს­ში ჩა­ერ­თვე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის ენერ­გე­ტი­კუ­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტი „ნა­მახ­ვა­ნ­ჰე­სის" გა­რე­მო­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის ეფექ­ტის შეს­წავ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით იმუ­შა­ვებს.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა გა­აგ­რძე­ლებს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პი­რო­ბე­ბის და­ზუს­ტე­ბას კომ­პა­ნია „ენ­კას­თან". პრო­ექ­ტის სრულ­ყო­ფის მიზ­ნით, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, მთავ­რო­ბა კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან შეხ­ვედ­რებს გა­მარ­თავს.

კაშხლის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე გა­მო­ცხად­და მო­რა­ტო­რი­უ­მი 9-12 თვის ვა­დით, ვიდ­რე არ მოხ­დე­ბა გა­რე­მოს­დაც­ვი­თი, გე­ო­ლო­გი­უ­რი და სე­ის­მო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბის რე­ვი­ზია და ხე­ლა­ხა­ლი და­სა­ბუ­თე­ბა.

კომ­პა­ნია ამ ეტაპ­ზე გა­აგ­რძე­ლებს მხო­ლოდ პრო­ექ­ტის პირ­ვე­ლი ეტა­პის მო­სამ­ზა­დე­ბელ სა­მუ­შა­ო­ებს ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მოქ­მე­დი სამ­შე­ნებ­ლო ნე­ბარ­თვის ფარ­გლებ­ში“