Wn/ka/ჯო ბაიდენმა ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდი აღიარა

< Wn‎ | ka
Wn > ka > ჯო ბაიდენმა ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდი აღიარა

25 აპრილი, 2021

ჯო ბაიდენი

ჯო ბაიდენმა ბაიდენმა ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდი აღიარა. ჯო ბა­ი­დენ­მა ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რი­ის მიერ სო­მეხ­თა გე­ნო­ცი­დი ოფი­ცი­ა­ლუ­რად აღი­ა­რა. ის არის აშშ-ის პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტი, რო­მელ­მაც ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­ში სო­მეხ­თა მა­სობ­რი­ვად და­ხოც­ვას გე­ნო­ცი­დი უწო­და.

ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რი­ა­ში ჩა­დე­ნილ სო­მეხ­თა მა­სობ­რი­ვი მკვლე­ლო­ბის ხსოვ­ნის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბა თეთრმა სახ­ლმა გა­ავ­რცე­ლა:

„ამე­რი­კე­ლი ხალ­ხი პა­ტივს მი­ა­გებს ყვე­ლა იმ სო­მეხს, რო­მე­ლიც 106 წლის წინ გე­ნო­ციდს ემსხვერ­პლა. ოს­მა­ლე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მი­ლი­ონ­ნა­ხე­ვა­რი სო­მე­ხი გა­ა­სახ­ლა, დიდი ნა­წი­ლი და­ხო­ცა. ვინც გა­დარ­ჩა, ახა­ლი სა­ცხოვ­რებ­ლის პოვ­ნა მო­უ­წია მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში, მათ შო­რის, შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში. ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სო­მეხ­მა იმიგ­რან­ტებ­მა მრა­ვალ­გზის გა­ამ­დიდ­რეს შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი, თუმ­ცა, ჩვენ მათი ტრა­გი­კუ­ლი ის­ტო­რია ყო­ველ­თვის გვახ­სოვ­და, რად­გან ის მათ­მა წი­ნაპ­რებ­მა ჩვენს ნა­პი­რებ­თან მო­ი­ტა­ნეს... ვხე­დავთ მათ ტკი­ვილს და ვა­დას­ტუ­რებთ ის­ტო­რი­ას. ამას იმი­ტომ ვა­კე­თებთ, რომ აღა­რას­დროს გან­მე­ორ­დეს“.