Wn/ka/ჯანდაცვის სამინისტრო: საქართველოს წითელი ჯვარი 100 000 დოზა სინოფარმის ვაქცინას აჩუქებს

< Wn | ka
Wn > ka > ჯანდაცვის სამინისტრო: საქართველოს წითელი ჯვარი 100 000 დოზა სინოფარმის ვაქცინას აჩუქებს

8 მაისი, 2021

წითელი ჯვარი საქართველოს 100 000 დოზა სინოფარმის ვაქცინას გადმოსცემს - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, პირველ ეტაპზე საქართველო 100 000 დოზა ვაქცინას მიიღებს, თუმცა ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია.

„დღევანდელი შეხვედრა შეეხებოდა სამომავლო თანამშრომლობის ძირითად სფეროებს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინის მოზიდვის პროცესში წითელი ჯვრის დახმარებას.

იგეგმება კონკრეტულად სინოფარმის ვაქცინის დონაცია წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაციის და ასევე ჩინეთის წითელი ჯვრის საშუალებით. რაც იქნება დიდი დახმარება ჩვენი ვაქცინაციის პროგრამისთვის. დეტალები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, იმასთან დაკავშირებით თუ როდის იქნება ხელმისაწვდომი ის 100 000 დოზა, რასაც წითელი ჯვარი შემოგვთავაზებს“, - თქვა მან.