1 ივნისი, 2019
1 ივნისს ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა 35 წლის ფეხბურთელი ხოსე ანტონიო რეიესი. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისმა ყოფილმა კლუბმა „სევილიამ“ გამოაქვეყნა რომელთან ერთადაც მან სამი „ევროპა ლიგა“ მოიგო. ტრაგედია დღეს ქალაქ უტრერიდან გასასვლელ გზაზე მოხდა ამ ფაქტთან დაკავშირებით სამძიმარი უკვე გამოთქვეს „არსენალმა“, „ატლეტიკო მადრიდმა“, „ესპანიოლმა“ და „ბენფიკამ“.