35 წლის ვეტერანმა შვეიცარიელმა ფეხბურთელმა, შტეფან ლიხტშტაინერმა „არსენალი“ დატოვა. მან „ინსტაგრამზე“ დაწერა: „ძვირფასო „მეთოფეებო“, ჩვენ ახლოს ვიყავით ევროპა ლიგის მოგებასთან, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ. ეს ძალიან ძნელი აღსაქმელია. მე იმედგაცრუებული ვარ.
ჩვენი მიზანი „არსენალის“ უმაღლეს საერთაშორისო დონეზე დაბრუნება იყო. ფეხბურთელებს, მწვრთნელს, კლუბის მუშაკებსა და გულშემატკივრებს ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ! დარწმუნებული ვარ, ჩვენს მისიას გუნდი მომავალ სეზონში შეასრულებს.
მომწონდა ამ გუნდის წევრობა. ეს დიდი გამოცდილება და გამოწვევა იყო, რომელსაც ბედნიერი დასასრული არ ჰქონდა. დიდი მადლობა თქვენი უზარმაზარი მხარდაჭერისათვის. მე ამას ვაფასებ!
შევხვდებით“. მან ამ გუნდის მაისურით 23 შეხვედრა გამართა, ამ პერიოდში კი ერთი გოლი და ერთი საგოლე პასი მიითვალა.