23 ივლისი, 2019
21 ივლისს გამართული უკრაინის საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლის მიხედვით პარტია „ხალხის მსახური“ არჩევნებს დამაჯერებლად, ხმათა 43,11%-ით იგებს და უკრაინის რადაში დამაჯერებულ უმრავლესობას იღებს, მაგრამ მთავრობის ფორმირებისათვის კოალიციის შექმნა ესაჭიროება. არჩევნებზე აქტივობამ 49,84% შეადგინა, დათვლილია ხმათა 93,29%.