Wn/ka/უკრაინაში ქართველი სამხედრო დაიღუპა

< Wn | ka
Wn > ka > უკრაინაში ქართველი სამხედრო დაიღუპა

19 აპრილი, 2021

უკ­რა­ი­ნა­ში, დონ­ბას­ში მიმ­დი­ნა­რე სამ­ხედ­რო კონ­ფლიქტს ქარ­თვე­ლი ლე­გი­ო­ნე­რის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია უკ­რა­ი­ნულ­მა მე­დი­ამ გა­ავ­რცე­ლა.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოპე­რა­ტი­ულ-ტაქ­ტი­კურ ჯგუფ „აღ­მო­სავ­ლე­თის“ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის არე­ალ­ში, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ფორ­მი­რე­ბებ­მა კი­დევ ერთხელ და­არ­ღვი­ეს ცე­ცხლის შე­წყვე­ტის რე­ჟი­მი და უკ­რა­ი­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის პო­ზი­ცი­ებს ყუმ­ბარმ­ტყორ­ცნე­ბი­დან ცე­ცხლი გა­უხ­სნეს.

„მტრის მიერ ცე­ცხლის გახ­სნის შე­დე­გად 128-ე ცალ­კე­უ­ლი სამ­თო თავ­დას­ხმის ბრი­გა­დის მებ­რძო­ლი, უფ­რო­სი ჯა­რის­კა­ცი და­ვით შარ­ტა­ვა და­ი­ღუ­პა,“ - ვკი­თხუ­ლობთ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რამ­დე­ნი­მე კვი­რაა რე­გი­ონ­ში ვი­თა­რე­ბა ძა­ლი­ან და­ძა­ბუ­ლია. უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აცხა­დებს, რომ სე­პა­რა­ტის­ტე­ბი ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბას სის­ტე­მა­ტუ­რად არ­ღვე­ვენ. ისიც ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია, რომ უკ­რა­ი­ნელ ჯა­რის­კა­ცებ­თან ერ­თად იქ ქარ­თვე­ლი ლე­გი­ო­ნე­რე­ბიც იბ­რძვი­ან.

სამ­წუ­ხა­როდ, 18 აპ­რილს უკ­რა­ი­ნა­ში ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცი, და­ვით შარ­ტა­ვა და­ი­ღუ­პა. შემ­თხვე­ვა უკ­რა­ი­ნის აღ­მო­სავ­ლეთ ფრონტზე მოხ­და. დათო შე­ტა­კე­ბე­ბის დროს ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, გუ­შინ მათი პო­ზი­ცი­ე­ბი ლუ­ლის­ქვე­შა ყუმ­ბარ­ტყორ­ცნე­ბით და­ბომ­ბეს.

„სამ­წუ­ხა­როდ, დღეს ბრძო­ლა­ში და­ე­ცა ჩვე­ნი უსაყ­ვარ­ლე­სი მე­გო­ბა­რი და მებ­რძო­ლი დათო შარ­ტა­ვა, ბოლო რამ­დე­ნი­მე თვე მივ­ლე­ნი­ლი იყო ერთ-ერთ ბრი­გა­და­ში, დათო ჯა­რის­კა­ცის გარ­და ჩემი მე­გო­ბა­რი იყო. ვუ­სამ­ძიმ­რებ ოჯახს და მე­გობ­რებს“, - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ქარ­თვე­ლი ლე­გი­ო­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლი მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი.