15 ივნისი, 2019
უეფას სადისციპლინო კომიტეტმა დაიწყო გამოძიება ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში უკრაინასა და სერბეთს შორის ლვოვში გამართულ მატჩზე, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით 5:0 დასრულდა. უეფა უკრაინელებს შემდეგ ბრალდებებს უყენებს: გულშემატკივრების მიერ პიროტექნიკის გამოყენება, მოედანზე სხვადასხვა საგნის სროლა, ტრიბუნებიდან გასასვლელი კიბეების ბლოკირება და არასაკმარისი განათება. უეფა საქმეს 18 ივლისს განიხილავს.