ვენესუელელი სტეფანია ფერნანდესი კონკურსზე მის სამყარო 2009 გახდა. გვირგვინი მას მისი თანამოქალაქე ვენესუელელი დაიანა მენდოსას გადასცა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ერთი ქვეყნის წარმომადგენლები იგებენ ამ კონკურსს . კონკურსი ბაჰამების ქალაქ ნასაუში ჩატარდა და მონაწილეობა 85 გოგონამ მიიღო.