Wn/ka/საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

< Wn | ka
Wn > ka > საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

10 მაისი, 2021

Stopcov.ge-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ინ­ტენ­სი­უ­რი ტეს­ტი­რე­ბის ფარ­გლებ­ში, ბოლო 24 სა­ათ­ში ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ჩა­ტარ­და 9 535 კვლე­ვა ტეს­ტით, მათ შო­რის 5 665 კვლე­ვა ან­ტი­გე­ნის ტეს­ტით და 3 870 PCR ტეს­ტით.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბის შე­დე­გად, ბოლო 24 სა­ათ­ში გა­მოვ­ლინ­და ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის 549 ახა­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა. ქვე­ყა­ნა­ში კო­ვიდ-19-ის პან­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბი­დან დღემ­დე გა­მოვ­ლე­ნი­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა შე­ად­გენს 322 468-ს.

რაც შე­ე­ხე­ბა და­დე­ბი­თო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელს, 9 მა­ი­სის მდგო­მა­რე­ო­ბით, და­დე­ბი­თო­ბის დღი­უ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არის 5.76 %, ბოლო 14 დღის მან­ძილ­ზე - 6.03%, ხოლო 7 დღის მან­ძილ­ზე - 6.48%.

ბოლო 24 სა­ათ­ში ვირუ­სის­გან გა­მო­ჯან­მრთელ­და 1 439 პირი, ხოლო ჯამ­ში გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა გა­ი­ზარ­და 302 428-მდე.

ბოლო 24 სა­ათ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვა­ლე­ბის 24 ახა­ლი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. პან­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბი­დან დღემ­დე ვირუსს ჯამ­ში 4 305 პირი ემსხვერ­პლა.

დღეს ქვე­ყა­ნა­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბის 549 ახა­ლი შემ­თხვე­ვი­დან: თბი­ლის­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლია 300 შემ­თხვე­ვა, აჭა­რა - 77, იმე­რე­თი - 43, ქვე­მო ქარ­თლი - 22, შიდა ქარ­თლი - 9, გუ­რია - 9, სა­მეგ­რე­ლო - ზემო სვა­ნე­თი - 45, კა­ხე­თი - 16, მცხე­თა-მთი­ა­ნე­თი - 11, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თი - 7, რაჭა-ლე­ჩხუ­მი და ქვე­მო სვა­ნე­თი - 10.

წყარო

edit