Wn/ka/საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 929 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

< Wn | ka
Wn > ka > საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 929 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

29 სექტემბერი, 2021

საქართველოში დღეს კორონავირუსის 1 929 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 33 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 1914 ადამიანი. ბოლო 7 დღის დადებითობის მაჩვენებელია 5,82%. ქვეყანაში სულ ჩატარებულია 1 774 769 აცრა. დღიურად ჩატარებულია 12 469 აცრა.

  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 32 522, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 18 251, PCR ტესტით - 14 271
  • კარანტინის რეჟიმში - 45
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4 278
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 726