20 მაისი, 2021
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 032 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 256 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 776 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 104 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 334 705-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.8%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.39%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.03%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 603 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 315 254-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 540 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 104 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 607 შემთხვევა, აჭარა - 83, იმერეთი - 103, ქვემო ქართლი - 57, შიდა ქართლი - 40, გურია - 12, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 109, კახეთი - 46, მცხეთა-მთიანეთი - 15, სამცხე-ჯავახეთი - 24, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 885, საიდანაც: 4 221 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 302, აჭარაში - 486, იმერეთში - 542. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 917 პირი, მათ შორის, თბილისში - 441, აჭარაში - 102, იმერეთში -158. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 222 პირი, მათგან თბილისში - 145, აჭარაში - 12, იმერეთში - 16. 689 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 371 - თბილისში, 281- აჭარაში. 9 975 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 94 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 60, ხოლო აჭარაში - 33.
სულ 6 ოქტომბრიდან - 19 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 724 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 25 284 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 17 515 პირი, აჭარაში - 1 483, იმერეთში - 1 583.