Wn/ka/საპროკურორო საბჭომ გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძე აირჩია

< Wn | ka
Wn > ka > საპროკურორო საბჭომ გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძე აირჩია

7 თებერვალი, 2020

2020 წლის 7 თებერვალს, საპროკურორო საბჭომ გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის კანდიდატურას დაუჭირა მხარი, მან 12-დან 11 ხმა მიიღო, შედეგები გადაეგზავნა საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად. სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რო­ბის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­დი თავ­და­პირ­ვე­ლად, 17-მა პირ­მა შე­ი­ტა­ნა, რო­მელ­თა­გან ორმა კან­დი­და­ტუ­რა მოხ­სნა. 6 თე­ბერ­ვლის სხდო­მა­ზე საპ­რო­კუ­რო­რო საბ­ჭომ დარ­ჩე­ნილ 15 კან­დი­დატს შო­რის ხმა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბით 4 კან­დი­და­ტი გა­მო­ავ­ლი­ნა. საბ­ჭოს მხრი­დან ირაკ­ლი შო­თა­ძემ მი­ი­ღო 10 ხმა , სო­ფიო შენ­გე­ლი­ამ - 9 ხმა, ვა­ლე­რი­ან ვა­ჭა­რა­ძემ - 8 ხმა, ხოლო და­რი­კო თორ­დი­ამ 7 ხმა.