28 დეკემბერი 2008/კვირა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მინისტრებს მთავრობის სხდომაზე დაავალა, 2013 წლისთვის ყველა საჯარო სკოლა ევროსტანდარტებს აკმაყოფილებდეს, გაიზარდოს პედაგოგების ხელფასი, მოხდეს სასოფლო სამეურნეო ტექნიკის შეძენა ფერმერებთან შეთანხმებით, შემუშავდეს საგაზაფხულო სამუშაოებისათვის რეალური დახმარების პროექტი, გაიწმინდიოს სარწყავი არხები და შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები.
კონკრეტული დავალებები გაიცა გუბერნატორებზეც, რომელთაც სამთავრობო კომისიებთან კოორდნიაციის გააქტიურება დაევალათ. მომავალი წლისთვის გააქტიურდება ინდივიდუალური გამრციხველიანებისა და გაზიფიკაცია პროექტები. ყველას ევალება ითანამშრომლოს ოპოზიციასთან რათა არსებულ პრობლემების დროული აღმოფხვრა მოხდეს.
მთავრობის სხდომაზე, პრეზიდენტის თანდასწრებით, მინისტრთა კაბინეტმა და გუბერნატორებმა ქართული ეკონომიკაში მოსალოდნელი პრობლემების პრევენციულ ზომებზე იმსჯელეს. ისინი საუბრობდნენ სოციალური პროგრამებზე, სოფლის მურნეობის დარგზე და ინვესტიციების მოზიდვზე.
კონკრეტული ღონისძიებათა გეგმა ფინანსთა მინისტრმა წარმოადგინა. საუბარი შეეხება ბიუჯეტის თანხებით ადგილობრივი პროექტების დაფინანსებას, რაც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს სამუშაო ადგილების შენარჩუნებას.
სხდომაზე განხილული იქნა სოფლის მეურნების სექტორში დაგეგმილი სამუშაოების შესრულება და რეგიონებში სკოლების რეაბილიტაციის პროცესისი დეტალები, ასევე დევნილთა დახმარების პროგრამები. ფინანსთა მინიტრის მიერ წარმოდგენლი გეგმის მიხედვით, უნდა მოხდეს სოციალურ დახმარებათა ზრდა და ამ ფონზე ქართული ეკონომიკის სტიმულირება რათა ქვეყნის განვითარების ძველ ტემპებს დაუბრუნდეს.
საბოლოო ჯამში, ეკონომიკის სტიმულირების მიზნით შემუშავებულია ორი მილიარდ ორ მილიონიანი პაკეტი, საიდანაც მილიარდ 600 მილიონი სოციალური პროგრამებისთვისაა გათვალისწინებული უშუალოდ ეკონომიკისათვის კი 250 მილიონი.
პრეზიდენტის განცხადებით, მომავალი ექვის თვე იქნება ძალიან რთული, მაგრამ კარგი მუშაობის პერიოდში, კარგი პერსპექტივებია მოსალოდნელი. "სიტუაცია გართულდება, მაგრამ ჩვენ არ დავუშვებთ სიტუაციის კონტროლიდან გამოსვლას, წლის მეორე ნახევარში ჩვენ წავალთ წინ და 2010 წლისთვის ჩვენ დავუბრუნდებით ეკონომიკის ზრდის ძველ მაჩვენებელს" - თქვა მან. ასევე პრეზიდენტმა მინისტრებს მოუწოდა, ითანამშრომლონ ყველანაირ ჯგუფთან, განსაკუთრებით ოპოზიციური და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.