3 აპრილი, 2023
2023 წლის 2 აპრილს სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთ კაფეში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპული, ვლადენ ტატარსკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, პეტერბურგის 26 წლის მკვიდრი, დარია ტრეპოვა დააკავეს. აფეთქების შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. [1] რუსეთის ანტი-ტერორისტულმა სამსახურმა მომხდარს ტერორისტული აქტი უწოდა, ხოლო მის ხელშეწყობაში უკრაინის სპეცსამსახურები და ნავალნის ანტი-კორუფციული ბიურო დაადანაშაულა. [2] 26 წლის დარია ტრეპოვა ერთი წლის წინ, ომის საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე მეუღლესთან ერთად დააკავეს. ამჟამად მისი მეუღლე, დიმიტრი რილოვი ემიგრაციაშია. მისი განცხადებით, ის და დარია მართლაც ეწინააღმდეგებოდნენ რუსეთის შეჭრას უკრაინაში, მაგრამ მისი ცოლის მონაწილეობა ტერაქტში „დაუშვებელია“.