Wn/ka/რუსეთი უკრაინაში შეიჭრა

< Wn | ka
Wn > ka > რუსეთი უკრაინაში შეიჭრა

24 თებერვალი, 2022

უკრაინის დროით 05:00 საათამდე (UTC+2) (06:00 მოსკოვის დროით, UTC+3) 24 თებერვალს, პუტინმა გამოაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ აღმოსავლეთ უკრაინაში.[138] თავის მიმართვაში პუტინმა განაცხადა, რომ არ აპირებს უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციას და განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს უკრაინის ხალხების თვითგამორკვევის უფლებას.[139] პუტინმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის „დემილიტარიზაციას და დენაციფიკაციას“ ესწრაფვის და მან უკრაინელ სამხედროებს იარაღის დაყრისკენ მოუწოდა.[140][141]

პუტინის განცხადებიდან რამდენიმე წუთში აფეთქებები დაფიქსირდა კიევში, ხარკოვში, ოდესასა და დონბასში.[142] უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსეთმა ჯარები ჩამოიყვანა ოდესასა და მარიუპოლში და გაუშვა საკრუიზო და ბალისტიკური რაკეტები აეროდრომებზე, სამხედრო შტაბებსა და სამხედრო საცავებზე კიევში, ხარკოვსა და დნიპროში.[143][144][145] მოგვიანებით უკრაინელმა სამხედროებმა უარყვეს ინფორმაცია რუსული არმიის ოდესაში დაშვების შესახებ.[146] სამხედრო მანქანები უკრაინაში შევიდა სენკოვკას გავლით იმ ადგილას, სადაც უკრაინის, ბელარუსისა და რუსეთის საზღვრები იკვეთება ადგილობრივი დროით დილის 6:48 საათზე.[147]

უკრაინის სახელმწიფო მინისტრის ანტონ ჰერაშჩენკოს თქმით, მხოლოდ 06:30 UTC+2-ის შემდეგ, რუსული ძალები ხმელეთიდან შემოიჭრნენ ქალაქ ხარკოვთან [148] და დაფიქსირდა ფართომასშტაბიანი ამფიბიური დესანტი ქალაქებში მარიუპოლსა და ოდესაში; ჰერაშენკომ დაადასტურა დაშვება ოდესასთან.[149][150][151] 07:40 საათზე BBC-მ სხვა წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ჯარები ქვეყანაში ბელარუსიდანაც შედიოდნენ.[152] უკრაინის სასაზღვრო ძალებმა განაცხადეს თავდასხმების ობიექტებზე ლუგანსკში, სუმიში, ხარკოვში, ჩერნიგოვსა და ჟიტომირში, ასევე ყირიმში.[153]

ერთი საათის შემდეგ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდი აღდგა. სამინისტრომ განაცხადა, რომ ლუგანსკში ხუთი თვითმფრინავი და ერთი ვერტმფრენი ჩამოაგდეს.[154]

07:00 საათამდე (UTC+2) პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობის შემოღება გამოაცხადა.[155] რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის ფონზე უკრაინის საჰაერო მოძრაობის კონტროლის ქვედანაყოფებს ფრენების შეჩერების თხოვნით, აღმოსავლეთ უკრაინის საჰაერო სივრცეს აქვს შეზღუდვები სამოქალაქო საჰაერო მიმოსვლაზე, მთელი ტერიტორია ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს მიერ მიჩნეულია აქტიურ კონფლიქტის ზონად (EASA).[156]

უკრაინის სახელმწიფო მინისტრ ანტონ გერაშენკოზე დარყრდნობით, 06:30 საათზე რუსები ხმელეთიდან უტევდნენ ხარკოვის მიმართულებით[157] და ფართო ამფიბიური დესანტი გაიგზავნა მარიუპოლის მიმართულებით.[158][159][160] 07:40-ზე BBC-მ გამოაცხადა უკრინაში ბელორუსიის საღვრიდან შეჭრის შესახებ.[161] უკარინული სასაზღვრო გვარდია აცხადებდა შეტაკებებზე ლუგანსკში, სუმიში, ჩერნიგოვში, ჟიტომირსა და ყირიმში.[162] რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საზღვარზე უკრაინელებმა წინააღმდეგობა არ გაუწიეს.[163] უკრიანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა რუსების მიერ გოროდიშჩესა და მილოვეს აღების შესახებ ლუგანსკის ოლქში.[160] უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციის ცენტრმა განაცხადა სჩასტიას აღებისა და 50 რუსი სამხედროს ლიკვიდაციის შესახებ.[164]

ერთი საათით გათისვის შემდეგ აღდგა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ვებსაიტი. მინისტრმა განაცხადა, რომ ლუგანსკში ჩამოაგდეს 5 თვითმფრინავი და 1 ვერტმფრენი.[165] 07:00 საათამდე ზელენსკიმ განაცხადა საომარი მდგომარეობა[166] და შემდეგ უკრაინულ არმიას უბრძანა „მაქსიმალური ზარალის მიყენება“ მტრისთვის.[167] ზელენსკიმ ასევე განაცხადა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ.[168] მოგვიანებით გამოაცხადა საერთო მობილიზაციის შესახებ.[169] რუსეთმა რაკეთების სამიზნედ ამოიღო უკრაინული ინფრასტრუქტურა, მათ შორის უკრაინაში უდიდესი ბორისპილის აეროპორტი, კიევის აღმოსავლეთით, 29 კმ-ს მოშორებით.[170] უკრაინამ ჩაკეტა საჰაერო სივრცე.[171]

პოდილსკში უკრაინულ სამხედრო შენაერთს თავს დაესხა რუსული ძალები, ექვი დაიღუპა, შვიდი დაიჭრა და 19 დაკარგულად გამოცხადდა.[172] კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა მარიუპოლში. ჩუგუივში სახლი სააზიანა რუსულმა არტილაერიამ, მოსახლეები დაშავდნენ და ერთი ბიჭი დაიღუპა.[173][174] 18 ადამიანი დაიღუპა ოდესას ოლქში სოფელ ლიპეცკეს დაბომბვისას.[174]

10:00 საათზე (UTC+2) უკრაინის პრეზიდენტის ბრიფინგზე განაცხადეს, რომ რუსული შენაერთები უკრაინაში ჩრდილოეთიდან, ბელორუსის საზღვრის გადმოკვეთით, შევიდნენ უკრაინაში, 5 კილომეტრის სიღრმეზე. რუსი სამხედროები აქტიურები იყვნენ ხარკოვის ოლქში, ჩერნიგოვის ოლქსა და სუმისთან ახლოს.[175] ზელენსკის პრესსამხასურმა განაცხადა, რომ უკრაინელებმა მოიგერიეს შეტევა ვოლინის ოლქში.[176] 10:30 საათზე (UTC+2) უკრაინის თავდაცვლის სამინისტრომ განაცხადა ჩერნიგოვის ოლქში რუსების შეჩერების, ხარკოვში დიდი ბრძოლისა და მარიუპოლსა და სჩასტიეს დაბრუნების შესახებ.[177] უკრაინის არმიამ განაცხადა 6 თვითმფრინავის, 2 ვერტმფრენისა და ათობით ჯავშანტექნიკის განადგურების შესახებ.[178] უკრაინის არმიის მტავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ, განაცხადა რუსეთის 423-ე მოტორიზებული გვარდიის ორი სამხედროს დატყვევების შესახებ.[179] რუსეთის 74-ე მოტორიზებული ბრიგადის დაზვერვის დანაყოფი[180] ჩერნიგოვთან ახლოს დანებდა.[181]

ანტონოვის აეროპორტის ბრძოლაში რუსმა პარაშუტისტებმა აიღეს აეროპორტი გოსტომელში, კიევის გარეუბანში. უკრაინული კონტრშეტევა აეროპორტის დასაბრუნებლად დაიწყო იმავე დღეს.[182][183] უკრაინის ეროვნული გვარდიის სწრაფი რეაგირების ბატალეონმა ჩამოაგდო 3 რუსული ვერტმფრენი.[184]

ფაილი:VOA video of Eastern Ukraine during 2022 Russian invasion.webm აღმოსავლეთი უკრაინა შეჭრისას ბელარუსმა რუს სამხედროებს უკრაინაში ჩრდილოეთიდან შეჭრის უფლება მისცა. 11:00 საათზე (UTC+2) ვილჩაში (კიევის ოლქი) სასაზღვრო გვარდიამ განაცხადა საზღვრის გარღვევისა და სასაზღვრო გვარდელების ჟიტომირის ოლქში დაბომბვის შესახებ (დიდი ალბათობით BM-21 Grad-ით).[174] უნიშნო ვერტმფრენმა ბელარუსიიდან დაბომბა სლავუტუჩის მესასზღვრეების პოზიციები.[185] 11:30 საათზე (UTC+2) რუსული რაკეტების მეორე ტალღა გამოჩნდა კიევში, ოდესაში, ხარკოვსა და ლვოვში. მძიმე სახმელეთო ბრძოლები გაიმართა დონეცკისა და ლუგანსკის ოლექბში.[186] სამოქალქო უფლებების აქტივისტებმა განაცხადეს ბელარუსიდან პოლონეთში მიგრაციის გაზრდის შესახებ.[187] ბელარუსი ითვლება რუსეთის ქვეშემდგომად და რუსეთის დავალებების მიხედვით ბელარუსის საზღვართან მიგრანტებს იარაღად იყინებს.[188] 12:04 საათისთვის (UTC+2) რუსი სამხედროები ყირიმიდან ხერსონის ოლქში, ნოვაია-კახოვკაში შევიდნენ.[189] მოგივანებით, იმავე დღეს, რუსმა სამხედროებმა დაიკავეს ჩრდილოეთ ყირიმის არხი.[190][191]

13:00 და 13:19 საათებზე (UTC+2) უკრაინის სასაზღვრო გვარდიამ და შეიარაებულმა ძალებმა განაცხადეს ორი ახალი შეტაკების შესახებ, სუმისთან და სტარობილსკთან.[174] 13:32 საათზე (UTC+2)ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა ბელარრუსის ტერიტორიიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტების შესახებ.[174] კიევისა და ხარკოვის მეტროები გამოიყენებოდა დაბომბვებისაგან სამოქალაქო პირების დასაცავად.[174] უკრაინის სასაზღვრო გვარდიამ განაცხადა, რომ ორი რუსული სამხედრო ხომალდი, ვასილი ბიკოვი და მოსკვა, თავს დაესხნენ და აიღეს ზმეინის კუნძლი, დანუბის დელტასთან ახლოს.[174]

16:00 საათზე (UTC+2) ზელენსკიმ განაცხადა ბრძოლების შესახებ ჩერნობილისა და პრიპიატის „მოჩვენება ქალაქებში“.[192] 18:20 საათისათვის (UTC+2) ჩერნობილის ბირთვული ელეტროსადგური რუსულ კონტროლში გადავიდა,[193][194] გარშემო რეგიონტან ერთად.[195][196][197][198] უკრაინის რადის დეპუტატ მარიანა ბეზუგლაზე დაყრდნობით, რუსები ზაპიროჟიის ბრითვულ ელექტროსადგურზე თავდასხმით იმუქრებოდნენ.[199]

16:18 საათზე (UTC+2), კიევის მერმა, ვიტალი კლიტსჩკომ განაცხადა კომენდანტის საათი, 22:00 საათიდან 07:00 საათამდე.[200] გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა, ფილიპო გრანდიმ განაცხადა, რომ დაახლოებით 100 000-მა უკრაინელმა დატოვა სახლი.[201] 22:00 საათზე (UTC+2) უკრაინამ განაცხადა, რომ რუსებმა აიღეს ზმეინის კუნძული, საჰაერო და საზღვაო დაბომბვის შემდეგ.[202] კუნძულზე მყოფი ცამეტივე უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, მას შემდეგ რაც რუსულ გემს დანებებაზე უარი უთხრეს. პრეზიდენტმა ზელენკიმ განაცხადა, რომ უკრაინის გმირის წოდება მიენიჭებოდათ ზმეინზე დაღუპულებს,[203] სამ დაღუპულს მარიუპოლში და ერთს ხარკოვში.[204] ზელენსკიმ განაცხადა, რომ 137 უკრიანელი (სამოქალქო და სამხედრო პირები) დაიღუპა შეჭრის პირველ დღეს.[201]

23:00-ზე (UTC+2) ზელენსკიმ საყოველთაო მობილიზაციის ბრძნაება გასცა და 18-60 წლების მამაკაცებს უკრაინის დატოვება აეკრძალათ

25 თებერვალი, 2022


26 თებერვალი, 2022


27 თებერვალი, 2022