27 თებერვალი, 2022
ვლადიმირ პუტინის ბრძანებით რუსეთის არმიის შემაკავებელი ძალები განსაკუთრებულ რეჟიმში გადადიან. ამის შესახებ მან კვირას განაცხადა, თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან და გენშტაბის უფროსთან, ვალერი გერასიმოვთან შეხვედრაზე.
„ნატოს წამყვანი ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირები ჩვენი ქვეყნის მისამართით აგრესიულ გამონათქვამებს უშვებენ, ამიტომ თავდაცვის მინისტრსა და გენშტაბის უფროსს ვუბრძანებ, რუსეთის არმიის შემაკავებელი ძალები მორიგეობის საგანგებო რეჟიმში გადავიდნენ“ - აცხადებს პუტინი.