7 მაისი, 2021
პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი გაიმართება. პრესსამსახურის ინფორმაციით, ბრიფინგი 20:30 საათზე დაიწყება.
ჯერჯერობით უცნობია, რა საკითხზე გააკეთებს პრეზიდენტი განცხადებას. სავარაუდოდ ბრიფინგი "ადმინსიტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს" უკავშირდება.
ინფორმაციისთვის, დღეს პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრები მიმდინარეობდა. სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი. ასევე პრეზიდენტის სასახლეში იმყოფებოდნენ "ქართული ოცნების" ლიდერები მამუკა მდინარაძე და მიხეილ სარჯველაძე.