25 აპრილი, 2021
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი გადადგა. Tass-ის ინფორმაციით, ფაშინიანმა გადადგომის მიზეზად ქვეყანაში 20 ივნისს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები დაასახელა და განაცხადა, რომ ამ დროის განმავლობაში პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულებას გააგრძელებს.
„პრეზიდენტთან და პოლიტიკურ ძალებთან მიღწეული შეთანხმების მიხედვით, დღეს მე თანამდებობას ვტოვებ, რათა 20 ივნისს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს.
პარლამენტი ახალ პრემიერ-მინისტრს არ აირჩევს. ამ პერიოდის განმავლობაში მე განვაგრძობ სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულებას, კანონმდებლობისა და კონსტიტუციის სრული დაცვით“