Wn/ka/ნიკოლოზ ბასილაშვილი მატეო ბერეტინისთან დამარცხდა

< Wn‎ | ka
Wn > ka > ნიკოლოზ ბასილაშვილი მატეო ბერეტინისთან დამარცხდა

11 მაისი, 2021

იტალიაში, რომის მასტერსის გათამაშებაში ჩაერთი ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელსაც წილისყრამ პირველივე წრეში ურთულესი მეტოქე არგუნა - მასპინძელთა წარმომადგენელი, 25 წლის იტალიელი, მსოფლიოს რეიტინგის მე-9 ნომერი მატეო ბერეტინის სახით.

შეხვედრის სტარტზე მეტოქეებმა მოწოდებები გაცვალეს, მესამე გეიმში ბერეტინის მოწოდებაზე, ბასილაშვილი 40:0 დაწინაურდა და შემდეგ უკვე გეიმის მოგებაც აღარ გასჭირვებნია. იტალიელმა მე-6 გეიმში შეძლო ქართველის მოწოდების მოგება და წონასწორობის აღდგენა. თუმცა ნიკამ იქვე კიდევ ერთი ბრეიკ პოინტი შეასრულა, შემდეგ საკუთარი მოწოდებაც მშრალზე მოიგო და 5:3 გავიდა წინ, საბოლოოდ კი სეტი ქაართველის გამარჯვებით 6:4 დასრულდა.

მეორე სეტი ბერეტინის სრული უპირატესობიტ წარიმართა და მისივე გამარჯვებით 6:2 დასრულდა.

გადამწყვეტი სეტში თავიდან თანაბარი თამაში წავიდა, მეტოქეები საკუთარ მოწოდებებზე ზუსტად თამაშობდნენ, გადამწყვეტი კი ბასილაშვილის მოწოდებაზე მე-10 გეიმი აღმოჩნდა - საბოლოოდ, 2 საათსა და 5 წუთში 6:4, 2:6, 4:6 და ბასილაშვილი რომის მასტერსს გამოეთიშ