27 სექტემბერი, 2020
დასრულდა მწერალთა სახლის ახალი პროექტი „ბავშვები ურჩევენ ბავშვებს“, რომელიც ამა წლის აპრილში გამოცხადდა.
პროექტის ფარგლებში მოზარდები ვიდეო ჩანაწერის მეშვეობით თანატოლებს ერთ რომელიმე წიგნს ურჩევდნენ ზაფხულში წასაკითხად.
სულ საკონკურსოდ შემოვიდა 107 ვიდეორჩევა. ვიდეოები განთავსებული იყო მწერალთა სახლის ფეისბუქგვერდზე.
ხმის მიცემა დასრულდა 20 სექტემბერს.
ხმების უმრავლესობით გამოვლინდნენ გამარჯვებულები:
1 ადგილი - მიხეილ ბერუაშვილი, თბილისის 175-ე სკოლა - ჯერომ სელინჯერის „თამაში ჭვავის ყანაში“;
2 ადგილი - გიორგი გოგელია, სკოლა „გენიოსი“ - რაქელ პალაციოს „ავგუსტი და მე“;
3 ადგილი - ანა ანა ზაქუტაშვილი, სკოლა „გენიოსი“ - ანე ფრანკის დღიური.