Wn/ka/მამუკა ხაზარაძის ინიციატივა 20 ივნისთან დაკავშირებით

< Wn | ka
Wn > ka > მამუკა ხაზარაძის ინიციატივა 20 ივნისთან დაკავშირებით

28 აპრილი, 2021

„მზად­დე­ბა ალერ­ნა­ტი­უ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რო­მელ­საც ჩვენ შე­ვი­ტანთ იმი­ტომ, რომ არა­ნა­ი­რად არ ვე­თან­ხმე­ბით „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მიდ­გო­მას ამ­ნის­ტი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამა­ვე დროს, გა­მოვ­დი­ვართ ინი­ცი­ა­ტი­ვით, რომ შე­იქ­მნა სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­სია, რად­გან ვიდ­რე შე­წყა­ლე­ბა­ზე იქ­ნე­ბა სა­უ­ბა­რი, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნდა იცო­დეს ვინ არი­ან ეს პი­რე­ბი, ვინ გა­და­ა­მე­ტა, ვინ იჯა­ლა­თა - ამას სჭირ­დე­ბა დად­გე­ნა“, - ამის შე­სა­ხებ „ლე­ლოს“ ლი­დერ­მა მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ლი­დე­რე­ბის შეხ­ვედ­რის და­წყე­ბამ­დე გა­ნა­ცხა­და.

„პრე­ზი­დენტ მი­შე­ლის დო­კუ­მენ­ტში პუნ­ქტი, რო­მელ­საც ჩვენ მო­ვა­წე­რეთ ხელი, იქნა სხვა­ნა­ი­რად გა­და­თარ­გმნი­ლი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მიერ. ჩვენ მო­ვის­მი­ნეთ, რომ ისი­ნი აპი­რე­ბენ დიდ ამ­ნის­ტი­ას, რო­მელ­შიც მო­ექ­ცე­ვა ძა­ლი­ან ფარ­თო სპექტრი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ძა­ლი­ან ბევ­რი კი­თხვა გაჩ­ნდა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში იმი­ტომ, რომ აქამ­დე არ­სე­ბობ­და 3 პო­ლი­ცი­ე­ლი და 16 მა­ნი­ფეს­ტან­ტი, რო­მელ­ზეც იყო სა­უ­ბა­რი, შე­სა­ბა­მი­სად "ლელო" შე­მო­ვა წი­ნა­და­დე­ბით, რომ შე­იქ­მნას სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­სია, რათა ერთხელ და სა­მუ­და­მოდ დად­გინ­დეს იმ პირ­თა ვი­ნა­ო­ბა, თუ ვის­ზე არის საქ­მე აღ­ძრუ­ლი. ეს ინ­ფორ­მა­ცია არის უც­ნო­ბი, რა­მე­თუ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ და პრო­კუ­რა­ტუ­რა ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას მა­ლავს. ამი­ტომ ჩვენ მო­ვუ­წო­დებთ ოპო­ზი­ცი­ას, რომ მხა­რი დაგ­ვი­ჭი­რონ ამ ინი­ცი­ა­ტი­ვა­ში, რომ შე­იქ­მნას სა­პარ­ლა­მენ­ტი კო­მი­სია და დად­გინ­დეს ყვე­ლა ის პირი, ვის­ზეც არის სა­უ­ბა­რი, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იცო­დეს ვინ გას­ცა ბრძა­ნე­ბა, ვინ შე­ას­რუ­ლა, ვინ გა­და­ა­მე­ტა და ა.შ.“