5 აპრილი, 2023
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ჩინეთს ეწვივნენ. მაკრონი ჩინეთში სახელმწიფო ვიზიტით იმყოფება. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩინეთს არაერთი ევროპელი ლიდერებ ეწვია: გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი. საუბრის მთავარი თემა სავარაუდოდ იქნება რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, სადაც ევროპელი დიპლომატები შეეცდებიან უკრაინის პოზიციების დაცვას, რადგან მათთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია ჩინეთისა და რუსეთის ბოლო დროის დიპლომატიური „რევერანსი“. მაკრონი ბოლოს ჩინეთს 2018 წელს, კოვიდ-პანდემიის დაწყებამდე ეწვია.