14 მაისი, 2021
ლიეტუვამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ვაქცინების 200 000 დოზა დაამტკიცა, მათ შორის საქართველოსთვისაც, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.
„სიტყვა შევასრულეთ - მთავრობამ ახლახანს დაამტკიცა 200 000 ვაქცინა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის. ვიწყებთ - უკრაინას 100 000 ვაქცინა, საქართველოს 15 ათასი ვაქცინა და მოლდოვას - 11 ათასი. ეს მცირე ნაბიჯია ლიეტუვასგან. იმედია, ჩვენი ევროპელი პარტნიორები სოლიდარობით შემოგვიერთდებინ“, - წერს ლანდსბერგისი ტვიტერზე.