6 მაისი, 2021
ლატვიის სეიმმა მიიღო დეკლარაცია, რომელმაც ოსმალეთის იმპერიაში 1915-1923 წლებში მომხდარი სომეხთა გენოციდი დაგმო.
დეკლარაცია ახალი კონსერვატული პარტიის დეპუტატის იურის იურაშსის ინიციატივით 40-მა დეპუტატმა მოამზადა. ლატვიური მედიის ცნობით, დებატების დროს დეპუტატმა რომან ნაუდინშმა სომხეთის პარლამენტს მოუწოდა ლატვიელთა გენოციდი და ბალტიის ქვეყნების ოკუპაცია ეღიარებინა.