9 მაისი, 2021
სტიქიამ ახმეტის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა. დასეტყვილია ვენახები და მარცვლეული კულტურები.
ადგილობრივების ინფორმაციით, სეტყვა 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა და ახლაც უამინდობაა.
სტიქიამ პრობლემები შექმნა საგარეჯოში და გურჯაანშიც. ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია, ხოლო უხვმა ნალექმა ცენტრალური გზის ნაწილი დატბორა.
გზაზე ავტომობილებით გადაადგილება რამდენიმე წუთით შეფერხდა. ადგილზე შესაბამისი ტექნიკა უკვე მუშაობს.