10 მაისი, 2021
ისრაელის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები დღეს დილით ალ-აქსას მეჩეთის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, დაშავებულია ასობით ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას „ალ-ჯაზირა“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სამართალდამცავებმა პალესტინელების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და მანათობელი ყუმბარები გამოიყენეს.