Wn/ka/ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის შეხვდა

< Wn‎ | ka
Wn > ka > ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის შეხვდა

22 აგვისტო, 2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის შეხვდა. პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა აღინიშნა, რომ გამორჩეულ პარტნიორობასთან ერთად, საქართველოსა და უკრაინას აქვთ საერთო მისწრაფება, დაიმკვიდრონ ღირსეული ადგილი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. საქართველოს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში თეიმურაზ შარაშენიძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი.