19 აპრილი, 2023
გაეროს პროგნოზით 2023 წლის შუა პერიოდისთვის ინდოეთი მოსახლეობის რაოდენობით მეზობელ ჩინეთს გადაასწრებს, რითაც მსოფლიოს ყველაზე დასახლებული ქვეყანა გახდება. მოსალოდნელია, რომ ინდოეთის მოსახლეობა 1,4286 მილიარდს მიაღწევს - 2,9 მილიონით მეტი, ვიდრე მისი მეზობელი ჩინეთი 1,4257 მილიარდი მოსახლე.
აზიის სახელმწიფოები 70 წელზე მეტია მსოფლიოს მოსახლეობის მესამედზე მეტს შეადგენენ.
ჩინეთის შობადობამ ბოლო პერიოდში საგრძნობლად იკლო. შარშან 1961 წლის შემდეგ პირველად შემცირდა ჩინეთის მოსახლეობა. გასული წლის ნოემბერში მსოფლიო მოსახლეობის რიცხვმა 8 მილიარდს გადააჭარბა, თუმცა ზრდის ტემპი საგრძნობლადაა შემცირებული.