Wn/ka/ინგლისში, შოტლანდიასა და ჩრდ. ირლანდიაში COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევა არ გამოვლენილა
10 მაისი, 2021
ორშაბათის, 10 მაისის მონაცემებით, ინგლისში, შოტლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიაში COVID-19-ით გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.
დიდ ბრიტანეთში უკვე ადმინისტრირებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 53 მილიონზე მეტი დოზა. მოსახლეობის 53%-ს გაკეთებული აქვს ვაქცინის ერთი დოზა მაინც, ხოლო 26.5% სრულად არის აცრილი.