9 მაისი, 2023
პაკისტანის ექს-პრემიერი (2018-2022) იმრან ხანი უზენაესი სასამართლოს შენობასთან დააკავეს. ხანი სასამართლოს წინაშე კორუფციის საქმეზე წარსდგა, რომელსაც თავად „პოლიტიკურად მოტივირებული“ უწოდა.
გავრცელებულ კადრებში ჩანს როგორ აკავებს ხანს სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ მძიმედშეირაღაებული ძალები და სვავენ მას მანქანაში.
წინა წლის აპრილში ხანი თანამდებობიდან გადააყენეს, რის შემდეგაც იგი ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მოითხოვდა.
არჩევნები ქვეყანაში 2023 წლის ბოლომდე უნდა ჩატარდეს.
პუნჯაბის პოლიციის გენერალური ინსპექტორის განცხადებით მისი დაკავების ორდერი გაიცა, რადგან მას ბრალად ედება „კორუფცია და კორუფიული საქმიანობა“.
იმრან ხანის თანაპარტიელებმა საზოგადოებას საპროტესტო აქციებისკენ დაწყებისკენ მოუწოდეს.