9 მაისი, 2021
შაბათს, 8 მაისის ღამით იერუსალიმში პოლიცია და პალესტინელები ზედიზედ მეორეჯერ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ძველ ქალაქში დამასკოს კარიბჭესთან პროტესტის მონაწილეებმა პოლიციას ქვები დაუშინეს, პოლიციამ კი მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ხმოვანი ყუმბარები გამოიწვია
პალესტინელი ექიმების თანახმად, დაშავებულია 90 პალესტინელი. ისრაელის პოლიციის ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად სულ მცირე 1 პოლიციელი დაშავდა.
შაბათს დამასკოს კარიბჭესთან დაპირისპირება ალ-აქსას მეჩეთში რამადანის ყველაზე წმინდა ღამის ლოცვის დასრულების შემდეგ დაიწყო. დაპირისპირება მეჩეთთან წინა დღითაც მოხდა. პარასკევს პალესტინელებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების გამო 200-ზე მეტი პალესტინელი და სულ მცირე 17 პოლიციელი დაშავდა.
აშშ-მ, ევროკავშირმა, რუსეთმა და გაერო-მ დაძაბულობის გაზრდასთან და ძალადობასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატეს.
მხარეებს შორის დაძაბულობის გამწვავება გამოიწვია აღმოსავლეთ იერუსალიმში, შაიხ ჯარას რაიონიდან პალესტინელთა შესაძლო გასახლებამ.
გაერო ისრაელს მოუწოდებს, მოსახლეობის გასახლებისგან თავი შეიკავოს და დემონსტრანტების წინააღმდეგ მაქსიმალური თავშეკავება გამოიჩინოს. არაბული ქვეყნების ლიგამ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა ჩაერიოს მიმდინარე მოვლენებში და შეაჩეროს მოსახლეობის გასახლება. ისრაელის უზენაესი სასამართლოში საკითხთან დაკავშირებით მოსმენა ორშაბათს გაიმართება.