Wn/ka/ვლადიმირ კარა-მურზას 25-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

< Wn | ka
Wn > ka > ვლადიმირ კარა-მურზას 25-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

17 აპრილი, 2023

ვლადიმირ კარა-მურზა 2017 წელს

რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ვლადიმირ კარა-მურზას, რომელიც 2022 წლის აპრილში დააკავეს, მოსკოვის სასამართლომ 25-წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. კარა-მურზას ბრალი ღალატში (18 წელი), არასასურველ ორგანიზაციასთან თანამშრომლობასა (3 წელი) და რუსეთის არმიაზე ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში (7 წელი). 41 წლის პოლიტიკოსი რუსეთის ხელისუფლების აქტიური კრიტიკით გამოირჩეოდა, რასაც იმ ორგზის მოწამვლაც მოჰყვა.

კარა-მურზას ადვოკატის განცხადებით მას დაუდგინა პოლინეიროპათია, რაც დადასტურებულიც იყო, ეს უნდა გამხდარიყო მისი სასჯელიდან გათავისუფლების საფუძველი, მაგრამ სასამართლომ ეს ფაქტი არ გაითვალისწინა. რუსი ოპოზიციონერის დაკავებას გამოეხმაურნენ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი და ევროკავშირი, მათ საქმეს „პოლიტიკურად მოტივირებული“ უწოდეს.

მისმა მეუღლემ, ევგენია კარა-მურზამ კი შემდეგი განაცხადი გაავრცელა: „მეოთხედი საუკუნე - ეს „5+“-ია შენი სიმამაცის, თანმიმდევრულობისა და პატიოსნებისთვის მრავალწლიანი მუშაობისთვის. ვამაყობ შენით ძვირფასო, და ვარ მუდამ შენთან“. თავად ვლადიმირ კარა-მურზას თქმით კი ის ამაყობს მისი „პოლიტიკური შეხედულებებით“ და მრავალწლიანი ბრძოლით „ვლადიმერ პუტინის დიქტატურასთან“.

წყაროები

edit