20 ივნისი, 2021
ევროპის ჩემპიონატზის A ჯგუფში უკანასკნელი ტურის მატჩები ჩატარდა. თურქეთი და შვეიცარია ერთმანეთს ბაქოს „ოლიმპიას“ სტადიონზე შეხვდნენ. მატჩის მე-6 წუთზე ანგარიში სეფეროვიჩმა გახსნა, 26-ე წუთზე სხვაობა შაჩირიმ გაზარდა. მატჩის 62-ე წუთზე კაჰვეჩმა სხვაობა შეამცირა რასაც 6 წუთში შაჩირის დუბლი მოჰყვა და საბოლოო ანგარიში, 1:3 დაფიქსირდა.
ბაქო. „ოლიმპია“ თურქეთი-შვეიცარია 1:3 გოლები: 0:1 სეფეროვიჩი (6), 0:2 შაჩირი (26), 1:2 კაჰვეჩი (62), 1:3 შაჩირი (68)