23 ივნისი, 2023
კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის განცხადებით „ვაგნერი“ როსტოვისკენ მიემართება. „ჩვენ ახლა როსტოვში შევდივართ. ამ დროისთვის, გადავკვეთეთ ყველა სახელმწიფო საზღვარი. მესაზღვრეები შეგვეგებნენ, ახალწვეულები გვერდით გადგნენ - ჩვენ ბავშვებს არ ვებრძვით და არ ვკლავთ... თუ ვინმე გადაგვიდგება გზაზე, გავანადგურებთ. ვაგრძელებთ სვლას და მივალთ ბოლომდე“ - განაცხადა პრიგოჟინმა. სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა რაც პრიგოჟინმა რუსეთის გენშტაბი „ვაგნერზე“ საჰაერო თავდასხმაში დაადანაშაულა.