24 მაისი, 2021
დიდმა ბრიტანეთმა სამოქალაქო აქტივისტისა და ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის დაკავების გამო ბელარუსის ეროვნულ ავიაკომპანიას საქმიანობის ნებართვა შეუჩერა. ამის შესახებ ბრიტანეთის ტრანსპორტის დეპარტამენტის მდივანი, გრანტ შეფსი Twitter-ზე წერს. შეფსი ასევე წერს, რომ ავიაციის უწყებას ბელარუსის საჰაერო სივრცის გადაკვეთის თავიდან არიდების განკარგულება მისცა.
„მინსკში Ryanair-ის რეისზე იძულებითი დივერსიის შემდეგ გაერთიანებული სამეფოს სამოქალაქო ავიაციის უწყებას მივეცი განკარგულება, რომ მოითხოვონ ბელარუსის საჰაერო სივრცის გადაკვეთის თავიდან არიდება, რათა შევინარჩუნოთ მგზავრების უსაფრთხოება. ასევე შევაჩერე ბელავიას საქმიანობის ნებართვა“. – წერს შეფსი.